ევროპის ჩემპიონატი. კლასიკური: ორი ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
ფოტო: https://www.facebook.com/GeoWrestlingOfficial/

13 აპრილს რუმინეთშო კლასიკური სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საჩინო დავითაია (67 კგ) და ლაშა გობაძე (82 კგ) გავიდნენ.

დავითაია თურქ იუკსელს, ხოლო გობაძე ფინელ როპონენს დაეჭიდება.

ნახევარფინალები 18:00 საათიდან "სილკ უნივერსალის" ეთერში გავა.

აქვე გეტყვით, რომ დღესვე ფინალურ ბლოკში იაკობ ქაჯაია (130 კგ) ოქროს მედლისთვის ტიტულოვან თურქ რიზა კაიას დაეჭიდება. ბრინჯაოს მედლისათვის კი ლევან ქავჟარაძის (63) მეტოქე პოლონელი ტრაცზი იქნება. ფინალები 19:00 საათიდან დაიწყება, რომლის ნახვა "სილკ უნივერსალზე" შეგიძლიათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული