ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე ორი ქართველი ოქროსთვის იბრძოლებს, ერთი კი - ბრინჯაოსთვის

AutoSharing Option
დღეს, 5 ივნისს, ევროპის ახალგაზრდული პირველობის ფინალურ ბლოკში სამი ქართველი ფალავანი იასპარეზებს.

ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრები დიეგო ჩხიკვაძე (60 კგ) და გიორგი შოთაძე (67 კგ) ფინალში არიან და ჩემპიონობისათვის იბრძოლებენ, კოკა ღარიბაძე (97 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

ჩხიკვაძე ფინალში აზერბაიჯანელ ალიზადას დაუპირისპირდება, შოთაძის მეტოქე სომეხი მელიქიანი იქნება, ღარიბაძე კი ბელორუს პუსტაშილაუს შეხვდება.

ფინალები თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული