იტალიის ქალაქ ფაენზაში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ევროპირველობაზე მათე გოქაძე (110 კგ) ჩემპიონი გახდა.
გოქაძემ ფინალში რუსეთის წარმომადგენელი საიდ მუსაევი 8:0 დაამარცხა.
დიმიტრი ხაჩიძემ (55 კგ) დამამშვიდებელი ფინალი უკრაინელ ედუარდ სტრელჩუკს 5:1 მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
სამწუხაროდ, ნიკოლოზ მარგველაშვილი (65 კგ) აზერბაიჯანელ ჰასაი ჰასანლისთან 0:9 დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.
საქართველოს ნაკრებს კიდევ სამი მედლის მოპოვების შესაძლებლობა აქვს: დათა ჩხაიძეს (71 კგ) ოქროსი, ნიკა ბროლაძეს (60 კგ) და კოტე სიჭინავას (92 კგ) კი ბრინჯაოსი.
ჩხაიძემ ბელორუს პიახოთას 4:1, უნგრელ ჰორვაცს 6:0 და შვედ ბორკენჰაგენს 9:0 მოუგო და ფინალში მოლდაველ გუტუს დაეჭიდება.