19 ივნისს, იტალიის ქალაქ ფაენზაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ევროპირველობის დასკვნით დღეს ქართველმა ფალავნებმა ორი მედალი მოიპოვეს.
დათა ჩხაიძემ (71 კგ) ფინალი მოლდოველ გუტუსთან წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ნიკა ბროლაძემ (60 კგ) ლატვიელ სესკენსს წმინდად სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 4 მედალი მოიგო: 18 ივნისს ჩემპიონი მათე გოქაძე (110 კგ) გახდა, დიმიტრი ხაჩიძე (51 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.