ჭაბუკები. ევროპირველობა: დათა ჩხაიძე ვერცხლს დასჯერდა, ნიკა ბროლაძემ ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ივნისს, იტალიის ქალაქ ფაენზაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ევროპირველობის დასკვნით დღეს ქართველმა ფალავნებმა ორი მედალი მოიპოვეს.

დათა ჩხაიძემ (71 კგ) ფინალი მოლდოველ გუტუსთან წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ნიკა ბროლაძემ (60 კგ) ლატვიელ სესკენსს წმინდად სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 4 მედალი მოიგო: 18 ივნისს ჩემპიონი მათე გოქაძე (110 კგ) გახდა, დიმიტრი  ხაჩიძე (51 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული