მინსკი 2019: ქართველი "ბერძენ-რომაელები" საქმეს შეუდგნენ და ნახევარფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
28 ივნისს ორი ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშების ნახევარფინალში გავიდა.

ევროპის პრიზიორი დავით ჩხარტიშვილი (60 კგ) მეოთხედფინალში ხორვატ ივან ლიზატოვიჩს შეხვდა და 8:1 დაამარცხა.

ოლიმპიურმა პრიზიორმა შმაგი ბოლქვაძემ (67 კგ) მეოთხედფინალში სერბ მატე ნემესს 2:0 მოუგო.

ჩხარტიშვილი ნახევარფინალში უნგრელ ერიკ ტორბას, ხოლო ბოლქვაძე სომეხ კარენ ასლანიანს დაეჭიდება.

ნახევარფინალები თბილისის დროით 18:00 საათიდან დაიწყება.

60 კგ
დათო ჩხარტიშვილი (საქართველო) - ერიკ ტორბა (უნგრეთი)
სტეპან მარინიანი (რუსეთი) - ჟორა აბოვიანი (უკრაინა)

67 კგ
შმაგი ბოლქვაძე (საქართველო) - კარენ ასლანიანი
(სომხეთი)
ზაურ კაბალოევი (რუსეთი) - ოლექსეი კალინიჩენკო (უკრაინა)

სამწუხაროდ, გელა ბოლქვაძემ (77 კგ) მერვედფინალური შეხვედრა შვედ ალექს კესიდისთან 1:3 დათმო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბ თქვენ იცით ბიჭებო წარმატებები.
lelo
16:00 28-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული