ტალინში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ახალგზრდულ ჩემპიონატზე ევროპის ჩემპიონმა გიორგი შოთაძემ (67 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
შოთაძემ გადამწყვეტ ბრძოლაში სომეხ შანტ ხაჩატრიანს 6:3 სძლია.
ფინალისაკენ მიმავალმა ქართველმა მოჭიდავემ გზაზე პოლონელი ალექსანდერ მილევცზიკი (9:0), ჩინელი ქსინ ჰუანგი (8:0), უკრაინელი ვლადისლავ კრავჩენკო (9:1) და ამერიკელი პეიტონ ომანია (7:0) დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონმა დიეგო ჩხიკვაძემ (60 კგ) ბელორუსი ალექსანდრ ნიაჰოდა (3:2) და შვედი ნიკლას პონტუს ოეჰლენი (7:0) დაამარცხა, მეოთხედფინალი სომეხ საჰაკ ჰოვანისიანთან წააგო (0:5), რეპეშაჟში ინდოელ საჰინ რანას მოუგო (5:1), მაგრამ მესამე ადგილისთვის შეხვედრა რუსეთის წარმომადგენელ გეორგი თიბილოვთან დათმო (2:5).
ტურნირზე ვერცხლის მედლების მფლობელები ლერი აბულაძე (63 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (87 კგ) გახდნენ.
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მეოთხე ადგილზე გავიდა.
მაღალი დონის ტურნირზე-ჩვენც კი ვიზამთ მაგასო" ხუმრობის გარეშე.
კიდევ ბევრჯერ ასახელებს საქართველოს..
გენაცვალე ჯიგარში..