U23. ფინალები - ტრავმირებულმა პატარიძემ ვერ იჭიდავა, ქავჟარაძე და ხეცურიანი დამარცხდნენ

AutoSharing Option
2 ნოემბერს, ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ლევან ქავჟარაძემ (63 კგ), გურამ ხეცურიანმა (87 კგ) და ზვიად პატარიძემ (130 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

ქავჟარაძე ახლოს იყო ჩემპიონობასთან, ფინალში ირანელ დალხანის ამარცხებდა (6:2), მაგრამ სამწუხაროდ, ბოლოს გაშვებული გდებით დასანანი მარცხი განიცადა.

ხეცურიანმა ფინალი უკრაინელ სემიონ ნოვიკოვთან 1:6 წააგო.

პატარიძემ კი  გუშინ მიღებული ხელის ტრამვის გამო ვეღარ შეძლო ფინალში ირანელ ალიაკბარ იოსოფიაჰმადჩალითან ჭიდაობა.

გიორგი მელიამ (97 კგ) ბელარუსი კამინსკი 5:1 დაამარცხა და ფინალში ფინელ სავოლაინენს შეხვდება.

აივენგო რიკაძე (82 კგ)
ხვალ ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს. რამაზ ზოიძე (72 კგ) დამაშვიდებელი წრიდან გააგძელებს ბრინჯაოსთვის ბრძოლას.

მკითხველის კომენტარები / 6 /
რატომ ხდება ასე არ ვიცი მთლიან ტურნირს ვუყურე და მარტო ქართველებს შეუძლიათ 4-ქულით იგებდნენ ნახევარი წუთით ადრე თამაშის დამთავრებამდე და წააგონ. ერთმნიშვნელოვნად ყველაზე ძლიერი ნაკრები გვყავს, სათითაო მათგანს შეუძლიათ ჩემპიონები გახდნენ სწორეთ რომ წარმართონ შეხვედრა მაგრამ ბოლოსკენ რაღაც ფსიქოლოგიური მომენტია თუ რა ხდება არ ვიცი. წურწუმიას გაზეთილი აზერი გამოუყვანეს მაგრამ მსაჯებმა გაატარეს. პატარიძე მართლაც დიდი სპორცმენი გვყავს ცალი ხელით შეუძლია ნახევარ ფინალების მოგება! ზოიძე და ქავჯარაძესგან ოქროს ველოდი მაგრამ რათ გინდა ოთხ ოთხი ქულა ბოლო წამებზე დაკარგეს! მელია ლიდერათ ჩამოყალიბდა ნაკრებში. ხეცურიანსაც არ უნდა წაეგო ფინალი. მოკლეთ ძლიერი ნაკრები შედეგი შესაძლებლობასთან შედარებით ჩემი აზრით ცუდი.
zaza
00:39 03-11-2019
1
იქნება მოგვაწოდოთ იმფორმაცია პატარიძის მდგომარეობაზე, ოლიმპიური წელი მოდის და მისგან მხოლოთ ოქროს ველოდებით!
antoni
11:44 03-11-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული