ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი იაკობ ქაჯაია, რომელმაც წლეულს მინსკში გამართულ მეორე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მიიღო, ამ თამაშების გამარჯვებულად გამოცხადდა და ახლო მომავალში ოქროს ჯილდო გადაეცემა.

ამის შესახებ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ოფიციალურად შეატყობინა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) გენერალურმა მდივანმა რაფაელე პანიოციმ.

EOC-დან მიღებული წერილის თანახმად, მძიმე წონის მოჭიდავეთა ფინალურ შეხვედრაში გამარჯვებულად გამოცხადებული ბელორუსი სპორტსმენი კირილ გრიშჩანკა მხილებულია აკრძალული პრეპარატის გამოყენებაში და ჩამოერთვა ევროპული თამაშების ჩემპიონის წოდება. შესაბამისად, თამაშების ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედალი მიეკუთვნა იაკობ ქაჯაიას.

ამ ახალი გარემოების თანახმად, შეიცვალა თამაშებში მონაწილე ქვეყნების საბოლოო სატურნირო ცხრილი. საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა ოქროს 7, ვერცხლის 9 და ბრინჯაოს 14 მედლით ერთი საფეხურით წინ წაიწია და მეექვსე ადგილი დაიკავა (აქამდე მეექვსე პოზიციაზე იყო გერმანიის ნაკრები, რომელმაც მინსკში სულ 26 მედალი აიღო - 7 ოქრო, 6 ვერცხლი და 13 ბრინჯაო).

მომზადებულია geonoc.org.ge-ს მიხედვით

სანდრო
გერმანიას რომ გაუსწრებ სპორტში ეს არის ფანტასტიკა მაგრამ მეორე უკიდურესი ფანტასტიკაა ჭიდაობის სახეობებს რომ სრულიად უყურადღებოდ დატოვებენ და მაგალითია თბილისში ჭიდაობა უყურადღებოთ არის არანაირი ყურადღება არ ექცევა ბავშვებს და მათ გმირ მწვრთნელებს. უხელფასო მწვრთნელი და მშიერი და ტიტველი ბავშვი 21 ე საუკუნეში ძალიან ძნელია აღწევდეს წარმატებას. არანაირი ფინანსური თუ მორალური მხარდაჭერა არ ხდება სახელმწიფოსგან! სპორტის სამინისტროს თბილისის მერიას და ბატონ პრემიერ მინისტრ გახარიას ვთხოვთ მიაქციოთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან სპორტის სახეობა ჭიდაობას და კონკრეტულად თბილისის ბავშვთა ჭიდაობის კლუბებს ყურადღება. გთხოვთ კომენტარი არ დამიბლოკოთ.
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
იაკობ ქაჯაია: მინდა, საქართველო და ჩემი წყალტუბო ვასახელო
დათუნაშვილის ოქრო სერბეთისთვის - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა [VIDEO]
დათუნაიშვილის ოქრო სერბეთისთვის - ორი მედალი და ოქროსა და ბრინჯაოს შანსი [VIDEO]
ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ქაჯაიამ ყოფილი თანაგუნდელი დაამარცხა და ნახევარფინალშია![VIDEO]
ქაჯაია ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა [VIDEO]