ევროპირველობაზე ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით იჭიდავებს

AutoSharing Option
მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით იასპარეზებს, - ამის შესახებ ინფორმაცია "პირველმა არხმა" გაავრცელა:

"სერბეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, ზელკო ტრაიკოვიჩის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველმა მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა სერბული პასპორტი უკვე მიიღო და ის რომში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებს.

ტრაიკოვიჩი ამბობს, რომ სერბეთის ეროვნული ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების წინ ერთგვარი რეპეტიცია იქნება და იქვე დასძენს, რომ მას ზურაბ დათუნაშვილის იმედიც აქვს, რომლისგანაც ქვეყანა ჯერ ლიცენზიას, შემდეგ კი ოლიმპიურ მედალს ელოდება".

აღნიშნული ინფორმაცია ზურაბ დათუნაშვილმა On.ge-ს დაუდასტურა. მისი თქმით, ქვეყნიდან
წასვლის მიზეზი პრეზიდენტთან დაპირისპირება გახდა.

altადვოკატის განცხადებით, ზურა დათუნაშვილის ნოტარიულად დამტკიცებულ წერილში აღნიშნულია, რომ დათუნაშვილი და გეგა გეგეშიძე მორიგდნენ და დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს

altზურაბ დათუნაშვილი: გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს, რომ მსოფლიოზე მეასპარეზა

alt ასეთ საქციელს ჰქვია "ვირთხობა" - ზურაბ დათუნაშვილი განცხადებას ავრცელებს

altჩხუბი ჭიდაობის ჩემპიონატზე - რუსთავი 2-ის ექსკლუზიური კადრები [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჯიგარი ხარ და გულით გისურვებ წარმატებას! ესენი არაფრის ღირსები არ არიან,არ გაგაჩერეს მაინც ხომ ხედავ,ხოდა არ უნდათ და ნუ უნდათ! წადი და დაამტკიცე!ყოველთვის გიგულშემატკივრებ გაიხარე!
გეგი
30 იანვარი 2020 02:25
9
ზურა შენ მართალი ხარ და სადაც არ უნდა იყო ნადვილი ქართველი ყოველთვის მხარს დაგიჭერს ვიდრე მედროვე გეგეშიძეს
მედროვე გეგეშიძეს
29 იანვარი 2020 22:36
11
ზურა წარმატებას გისურვებ. ძალიან მინდა შენ გამარჯვებული გნახო. მნიშვბელობა არა აქვს ვისი დროშით. ჩვენ ყველამ ვიცით რა დროშაც არის შენი.
G.LA
30 იანვარი 2020 01:20
6
მალე მოვა ის დრო რომ გეგეშიძეების კრიმინალური ხროვა იქნება ქვეყნიდან გასწრებაზე და იმედია ციხეში ამოლპებიან!
valeri
29 იანვარი 2020 22:44
11
ეხლა უნდა დაამტკიცო რომ ძალიან მაგარი ხარ.ლიცენზიაც უნდა აიღო და ოლიმპიადაზეც ისე უნდა იჭიდაო ჯერ რომ არ გიჭიდავია.იცოდე საქართველო შენს გვერდშია,მიუხედავად იმისა რომ სერბეთის სახელით ჭიდაობ,კარგად ვიცი სულში და გულში ქართული დროშა გიდევს.შენს ადგილზე სიცოცხლეს გავცვლიდი,რომ დავუმტკიცო ყველას რომ შეცდომა დაუშვეს.აბა შენ იცი ზური შენს იმედზე ვართ.
საქართველო
30 იანვარი 2020 00:25
3
ძლივს არ წავიკითხე კაცური ნათქვამი, ყოველგვარი ნიგბების და ქვეაზრების გარეშე.
ყველა საღად მოაზროვნე და ჩვენი სამშობლოს არ გამცვლელ ვენაცვალე მე.
მოგალატე და გამცვლელი იცით ვინ არის ნიღბებით რომ არიან ყველა სფეროში და თავისი პირადული კეთილდგეობის გულისთვის თავის თავსაც რომ მოატყუებენ..
ამიტომ ზურა ჩემთვის მეტი პატრიოტია ვიდრე რასაც ფიქრობენ და ვერ იზახიან აი იმ არსებებზე.
გიო
07 თებერვალი 2020 09:17
0
თვითონაც ძალიან კარგად იციან,რომ არ არიან მართლები,მაგრამ თავის პირადს აყენებენ წინ.მნიშვნელობა არა აქვს,რა შედეგს მიაღწევს.მასთან მართლები არ არიან და სწორედ მათ ნამუსზეა(უნამუსობაზე) დათუნაშვილის (იძულებითი)წასვლა
სოსო
04 თებერვალი 2020 17:38
0
მნიშვნელობა კი აქვს ვისი სახელით გამოხვალ,მაგრამ თუ ვერ ხვდება ნაკრებში ნებისმიერი,რომ წავიდეს რა პრობმლემაა,მიდი ზურაბ და დაამტკიცე შენი,წავიდა ეგერ კოკაური აზერბაიჯანში და მსოფლიო ვერცხლი მოიგო ძიუდოში,აქ კიდევ შეეცადა კაცი არ მისცეს საშუალება,ჰოდა წავიდა სერბეთში,ომში ხომ არ გადასულა მტერის მხარეზე,მიდი და მოიგე ევროპა,წარმატებები.
გოჩა
30 იანვარი 2020 09:21
7
წარმატებები, ზურაბ! გამიხარდა.
Odala
30 იანვარი 2020 00:26
3
ვისაც არ უნდა შეხვდეს ზურა ტატამზე ყველასთან მოგებას ვუსურვებ
გიორგი
30 იანვარი 2020 13:40
6
მეც, თუნდაც საქართველოს სახელით ვინც იასპარეზებს იმასთანაც წარმატებას ვუსურვებ...
levani
30 იანვარი 2020 19:48
1
დაიმახსოვრე! ტატამზე ძიუდოისტები ხვდებიან ერთმანეთს. თავისუფალი და კლასიკური სტილის მოჭიდავეები, ხალიჩაზე. ოღონდ ეხლა არ მითხრა, რომ სად არი ხალიჩა, ვერა ვხედავო :DDDD
ინკვიზიტორი
01 თებერვალი 2020 03:41
0
ვუსურვებ ყველგან მოეგოს, ქართველთან ყველა წაეგოს.
ლევან
30 იანვარი 2020 11:58
42
ფინალშიც ვუგულშემატკივრებ ვისაც არ უნდა ხვდებოდეს. ბევრი აქვს დასამტკიცებელი ახლა და იმედია გაართმევს თავს. მოტივაცია არ უნდა აკლდეს :)
michael
30 იანვარი 2020 11:55
5

სიახლეები პოპულარული