დათუნაიშვილის ოქრო სერბეთისთვის - ორი მედალი და ოქროსა და ბრინჯაოს შანსი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვარშავაში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა.

იაკობ ქაჯაია (130 კგ) ფინალში თურქ რიზა კაიასთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ლერი აბულაძემ (63 კგ) აშკარა უპირატესობით (9:1) სძლია რუმინელ მიხაი რადუს და ბრინჯაოს დაეუფლა.

შმაგი ბოლქვაძემ (72 კგ) უნგრელი ატილა ფრიტჩი დაამარცხა (3:1) და ფინალში გავიდა.

აივენგო რიკაძემ (82 კგ) ნახევარფინალი რუსეთის წარმომადგენელ ადლან აკაევთან წააგო (1:6) და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაიშვილმა (87 კგ) ბელარუსი კირილ მასკევიჩი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
უი დაივიწყა ერმა რატომ წავიდა სერბეთში? ალბათ მოკლე მეხსიერების მქონე ელემენტები ლანძღვასაც არ დაიშურებებ რატომ გამოდის სერბეთის სახელითო
David
11:48 25-04-2021
4
ვულოცავ დათუნაშვილს!!! ღმერთმა გაგიმარჯოს ზურა, ასე გააგრძელე ძმაო! ოლიმპიური ჩემპიონობა მოგველოცოს!!! მიხარია შენი წარმატება! გეგშიძეზე აღარც ღირს რამის წერა და დროის დაკარგავა...
პაატა
03:19 25-04-2021
4

სიახლეები პოპულარული