ზოიძე ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რამაზ ზოიძე (67 კგ) ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

მეოთხედფინალურ სტადიაზე ქართველი ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის ფალავან აკერ ალ ობაიდის დაუპირისპირდა და მარტივად, 10:0 დაამარცხა.


ჩვენებურმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო, 27 წამის გასვლის შემდეგ კი უპირატესობა 6:0 გახლდათ. მოჭიდავეები შესვენებაზე ამ ანგარიშით გავიდნენ. ყველა მოელოდა, რომ აკერ ალ ობაიდი მოუმატებდა, ქართველს შეუტევდა, თუმცა შეხვედრის ძირითადი დროის გასვლამდე 2:37 წუთით ადრე ზოიძემ ულამაზესი გდება გააკეთა, რაც გეგეშიძის (მწვრთნელის) გაპროტესტების შემდეგ შეხვედრის მთავარმა
არბიტრმა დააკმაყოფილა და ჩვენებურმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.



მანამდე ზოიძემ, 1/8-ფინალში, მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, კუბელი სპორტსმენი, სახელად ისმაილ ბორერო 3:2 დაამარცხა.

რამაზი 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში 4 საუკეთესო ძიუდოისტს შორის მოხვდა, სადაც მისი მეტოქე ირანის წარმომადგენელი მოჰამედ რეზა გერაისთან დამარცხდა - 1:6.


ფინალური ბლოკი ხვალ, 4 აგვისტოს გაიმართება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 17 /
თუშიშვილის მარცხი ფინალში ვერ მომინელებია ყველაზე მეტად...
ქობულეთიდან
04 აგვისტო 2021 09:24
0
სამწუხაროდ დაბალია მწვრთნელების და სპორტსმენების ტაქტიკური მომზადების დონე, მაგალითისთვის ზოიძის და თუშიშვილის მარცხიც საკმარისია,რაც 100% არასწორი ტაქტიკის ბრალია.
გივი-გია
03 აგვისტო 2021 20:17
2
სულ მსაჯებზე როგორ ტირიხართ, სირცხვილია! რა გააკეთა ზოიძემ მოსაგები, იქნებ ვინმემ ამიხსნას?
Gio
03 აგვისტო 2021 18:38
3
გიხსნი: გაცილებით აქტიური იყო, ჩოქბჯენში ჩაყენებას არ იმსახურებდა ეს ცალკეა. ჩოქბჯენში პირიქით გაუკეთა ილეთი და ხელის ფეხზე მოხვედრის და ჩელენჯის გამო მიიღო ირანელმა ქულები და კიდევ ამის გამო კიდევ ჩოქბჯენში მოხვდა. აშკარად არ იყო წასაგები, ერთმა მომენტმა გადაწყვიტა ყველაფერი თორემ რამაზი გაცილებით ძლიერი იყო და უკეთესადაც ჭიდაობდა.
???
03 აგვისტო 2021 20:03
1
დამარცხდაო კაცი და ბრინჯაოსთვის ინტძოლებსო და ესენი კიდე უწერენ ოქროს მიაწეწიო
tbiliski
03 აგვისტო 2021 16:59
1
როცა მეტოქე ჩოგბჯენშია უნდა დაატრიალო რა, მითუმეტეს მსუფუქ წონაშია, ჩვენმა ვერ დაატრიალა, იმან კი, არაფერია სათქმელი, მარა არა უშავს ჯერ ახალგაზრდაა იმედია იშრომებს და შანსი არაერთი ექნება.
fff
03 აგვისტო 2021 15:55
1
წარმატებას ვუსურვებ ბრინჯაოსთვის ბრძოლაში!!! წინ კიდევ ბევრი შეჯიბრია!!!
tngh
03 აგვისტო 2021 15:28
0
გასაუქმებელი ეს ბერძნულ, რომაული ამას სუმო შეოიღონ ათასჯერ ჯობია.
fff
03 აგვისტო 2021 15:04
5
პროტესტის ნიშნათ აუცილებლათ უნდა მიმართოთ მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტს!! უნდა გამოცხადდეს ეს ფედერაცია კორუფციის ბუდეთ!! აზრს ვერ ვხედავ ამ სპორტში მივიღოთ მონაეილეობა თან თუ იცი რომ თავᲓივე განწირული ხსრ! თან გახსოვᲓეთ რომ ამ ფედერაციას მართავს რუსეთი არ მივეკუთნები რუსო ფობს მსგრამ რო გვჩაგრავენ ეს ფაქტია! დღეს ოქრო წაგვართვეს! დილას გობაძე დაჩაგრეს! ყველა ტურნირს ვუყურებ და სუ ერთდაიგივე ხვდება ჩვენს მიმართ!
გურამი
03 აგვისტო 2021 14:36
4
როგოც ჩანს ბერზნულ რომაულს უპირებენ ამოღებას ოლიმპიადებიდან რადგან პამაზ ზოიძეს რომ მსაჯი ასე მოექცევა მინიმუმ მაგათ წიდაობის ყურება არ უნდათ ეტყობა
dato
03 აგვისტო 2021 14:25
1
ამ მსაჯობით მალე აღარ იქნება კლასიკური ოლიმპიადაზე მგონი ძალით აკეთებენ რომ მიზეზი ქონდეთ...
912
03 აგვისტო 2021 13:43
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული