ზოიძე ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რამაზ ზოიძე (67 კგ) ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

მეოთხედფინალურ სტადიაზე ქართველი ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის ფალავან აკერ ალ ობაიდის დაუპირისპირდა და მარტივად, 10:0 დაამარცხა.


ჩვენებურმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო, 27 წამის გასვლის შემდეგ კი უპირატესობა 6:0 გახლდათ. მოჭიდავეები შესვენებაზე ამ ანგარიშით გავიდნენ. ყველა მოელოდა, რომ აკერ ალ ობაიდი მოუმატებდა, ქართველს შეუტევდა, თუმცა შეხვედრის ძირითადი დროის გასვლამდე 2:37 წუთით ადრე ზოიძემ ულამაზესი გდება გააკეთა, რაც გეგეშიძის (მწვრთნელის) გაპროტესტების შემდეგ შეხვედრის მთავარმა
არბიტრმა დააკმაყოფილა და ჩვენებურმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.



მანამდე ზოიძემ, 1/8-ფინალში, მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, კუბელი სპორტსმენი, სახელად ისმაილ ბორერო 3:2 დაამარცხა.

რამაზი 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში 4 საუკეთესო ძიუდოისტს შორის მოხვდა, სადაც მისი მეტოქე ირანის წარმომადგენელი მოჰამედ რეზა გერაისთან დამარცხდა - 1:6.


ფინალური ბლოკი ხვალ, 4 აგვისტოს გაიმართება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 17 /
4 საუკეთესო ძიუდოისტს შორის არა, ფრენბურთელებს შორის
ფსშვიუ
08:54 03-08-2021
0
დათუნაშვილზე არაფერი დაწეროთ.
დიმა
08:26 03-08-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული