ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 23 წლამდე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის, ლერი აბულაძემ (63 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალში აბულაძემ თურქ აჰმეტ უაირს სძლია და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

გადამწყვეტ ბრძოლამდე მან ყაზახი ასაუხატ მუხამადიევი (5:1), რუსეთის ნაკრების წევრი გიორგი თიბილოვი (7:3) და ირანელი ალირეზა ნეჯათი (7:3) დაამარცხა.

აივენგო რიკაძე (82 კგ) ფინალში იჭიდავებს. ესტონელი კალჟოლას, ფინელი კეტონენისა და რუსი ოჟაევის ძლევის შემდეგ, მან ნახევარფინალში ირანელი ნაგუსი დაამარცხა და ოქროს მედალს შვეიცარიელი ბეჩარტის ძლევა აშორებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გილოცავ სულით და გულით, კიდევ ბევრჯერ გესახელებინოს სამშობლო.
ქობულეთიდან
22:52 02-11-2021
0
გენაცვალე გულში ქართველო მეომარო. მეამაყები!
ზვიადი
22:40 02-11-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული