სერბებმა დათუნაშვილი დააფასეს - საპატიო სპორტსმენობა

AutoSharing Option
Fivepointmove-ი სერბეთის სახელით მოასპარეზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილზე (-87 კგ) წერს:

"ეჭვგარეშეა, რომ დათუნაშვილი სერბეთში კარიერის პიკში იმყოფება. მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ ის ვოევოდინის (პროვინცია სერბეთის ჩრდილოეთში) საპატიო სპორტსმენად დაასახელეს."

2021 წელი ზურაბისთვის ძალიან წარმატებული იყო და სერბეთს 3 მედალი მოუპოვა - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონობასთან ერთად, ტოკიოს ოლიმპიადაზე დაკავებული მესამე ადგილი.

შეგახსენებთ, დათუნაშვილი სერბეთის სახელით 2020 წლიდან, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან კონფლიქტის შემდეგ გამოდის, საქართველოს ნაკრებში ასპარეზობისას კი 2-ჯერ ევროპის ჩემპიონი იყო. 

altგამარჯვებას ნიკა მელიასა და ძმებ წულუკიძეებს ვუძღვნი -

ზურაბ დათუნაშვილი

altზურაბ დათუნაშვილი: გეგეშიძე ცრუობს, მას სურს, ხალხს დააჯეროს, რომ მე კონკურენციას გავურბივარ

მკითხველის კომენტარები / 31 /
სერბებს ვგავართ ისედაც ქართველები, როგორც შესახედავად მაგრამ განსაკუთრებით ხასიათით. კაი მოქეიფე და მოგულავე ხალხია. ეს ჩვენი დათუნაშვილი კიდე ისე გაშინაურდა იქ, მე მგონი სერბისგან ვერც გაარჩევენ.
დავითი
14:51 30-12-2021
7
საქართველოში ყველა მისი თავგადასავლის მერე ვამბობ: კაციც ეს ყოფილა და ქუდიც ამას ჰხურებია! წარმატებები მომავალშიც! გქომაგობთ საქართველოდანაც!
20
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული