სერბებმა დათუნაშვილი დააფასეს - საპატიო სპორტსმენობა

AutoSharing Option
Fivepointmove-ი სერბეთის სახელით მოასპარეზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილზე (-87 კგ) წერს:

"ეჭვგარეშეა, რომ დათუნაშვილი სერბეთში კარიერის პიკში იმყოფება. მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ ის ვოევოდინის (პროვინცია სერბეთის ჩრდილოეთში) საპატიო სპორტსმენად დაასახელეს."

2021 წელი ზურაბისთვის ძალიან წარმატებული იყო და სერბეთს 3 მედალი მოუპოვა - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონობასთან ერთად, ტოკიოს ოლიმპიადაზე დაკავებული მესამე ადგილი.

შეგახსენებთ, დათუნაშვილი სერბეთის სახელით 2020 წლიდან, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან კონფლიქტის შემდეგ გამოდის, საქართველოს ნაკრებში ასპარეზობისას კი 2-ჯერ ევროპის ჩემპიონი იყო. 

altგამარჯვებას ნიკა მელიასა და ძმებ წულუკიძეებს ვუძღვნი -

ზურაბ დათუნაშვილი

altზურაბ დათუნაშვილი: გეგეშიძე ცრუობს, მას სურს, ხალხს დააჯეროს, რომ მე კონკურენციას გავურბივარ

მკითხველის კომენტარები / 31 /
საქართველოში ყველა მისი თავგადასავლის მერე ვამბობ: კაციც ეს ყოფილა და ქუდიც ამას ჰხურებია! წარმატებები მომავალშიც! გქომაგობთ საქართველოდანაც!
N
28 დეკემბერი 2021 22:28
20
მოწონება მინდოდა და შემთხვევით დამეჭირა დისლაიქზე. პატივისცემა ამ ადამიანს
ლევანი
22 იანვარი 2022 16:05
3
ესეთ კიკინებიანს რა ქუდი გინდა, რომ დაახურო?
ინკვიზიტორი
04 იანვარი 2022 16:21
36
თუ სიმართლე გინდათ. ეს ბიჭი კი არ უნდა გაეშვათ, გეგეშიძე უნდა გაეგდოთ.
ბადრი
28 დეკემბერი 2021 17:39
7
გეთანხმები! მაგრამ, კაი კაცობა გადის ძალიან ბაც ხაზზე და ხშირად ძალიან მარტივია გადაკვეთო და შეგეშალოს. მომწონდა და მომწონს ეს ბიჭი, მაგრამ მგონი შეეშალა.
odala
29 დეკემბერი 2021 00:24
44
არასდროს ვგულშემატკივრობ სხვა ქვეყნის სახელით მოასპარეზე ქართველს. მაგრამ ამ ბიჭმა ყველაფერი გააკეთა რომ საქართველოს სახელით ეჭიდავა. არ დაანებეს- ჯერ დაჩაგრეს, მერე ხმა რომ ამოიღო ცემეს, მერე სასამართლოში ფაქტიურად დასცინეს. ბანდიტი გეგეშიძეების ჯინაზე უნდა წარმატებული იყოს! თუ ეგ წურბელები არ მოცილდნენ იქაყრობას ჭიდაობა უფრო და უფრო დაიძირება .
არტ
28 დეკემბერი 2021 11:14
8
ჟურნალისტებს ნორმალურად არც გაურჩევიათ ეს საკითხი. მაგარი ამბავი უნდა აეტეხათ. მეც არ მომწონს ნაცები, მაგრამ ამაზრზენი ფაქტია შენს მოჭიდავეს საჯაროდ თავი გაუტეხო და დაამცირო, შემდეგ ქვეყნიდან გააგდო. ძველბიჭური, საშიში ელემენტები არ უნდა მართავდნენ ფედერაციებს
ბათუმი
28 დეკემბერი 2021 16:28
6
ეს ბიჭი თავის წონაში უძლიერსია ოლიმპიადასაც მოიგებს აქედან გაგდეს უსამართლოდ მოექცნენ ამიტომ წარმატებები მას
უბრალოდ ფაქტი
28 დეკემბერი 2021 12:48
12
წინა სტატიაში "გამარჯვება მელიას და წულუკიძეებს მიუძღვნაო" სიძულვილისა და ძალადობის კომენტარებზე რო ორჯერ მეტი ლაიქები ვნახე ვიდრე დიზლაიქები ჭკუიდან შევიძალე. ტიპები წერენ გეგეშიძეს რო შეეშალა ამის გამო ასეთები არ უნდა ეკადრა ამასო. და იქვე წერენ ეკუთვნოდა როგორც დააფინგალეს, უფრო მეტი უნდა მოხვედროდა და ამისთანა. ძალადობას ამართლებდნენ ადამიანის პოლიტიკური შეხედულებების გამო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ძველი სიბრძნის სიმართლეში, ყველა ხალხი იმსახურებს ისეთ ლიდერს და მთავრობას, როგორიც ჰყავს. ჩვენც ვიმსახურებთ მოძალადე ხელისუფალს, რადგან ჩვენი მენტალიტეტი ქურდულ ჩმორულ ძველბიჭურს ვერ გასცდა! კი არ შეეშალათ ამ ბიჭის მიმართ კრიმინალი პირდაპირ ეთერში ჩაიდინეს, 1000 მოწმე ყავდა მასზე ძალადობას, სისხლის ღვარი გადმოდიოდა სახეზე. სამარცხვინოდ ბიჭებმა (მოჭიდავეებმა) რომლებსაც ყვე..... არ აქვთ, იმის მაგივრად რო თანაგუნდელს დადგომოდნენ გვერდით და სასამართლოში ჩვენება სათითაოდ მიეცათ გეგეშიძის წინააღმდეგ, მოძალადის მხარდასაჭერი განცხადებები აფრქვიეს და მხარდამჭერი აქციები მოაწყვეს. მე მართალი გითხრა ასეთ არასოლიდარულ ხალხზე გული მერევა. წონის პირველი ნომრები, მათ შორის პეტრიაშვილი, ხინჩეგაშვილი გამოვიდნენ და გეგეშიძეს აულოკეს. სამარცხვინოზე მეტიცაა. დათუნაშვილმა ყველას დაანახა როგორი ათლეტიცაა. მას აქვს პოლიტიკური შეხედულება, როგორც ყველა ადამიანს და სტაბილური ხელფასის გამო არ ჩაიგუბა პირში წყალი.
თორნიკე
28 დეკემბერი 2021 13:08
15
გეგეშიძეს რა შეეშალა ეგ ყველამ იცის და ნორმალურ ქვეყანაში ის ამ თანამდებობაზე რომ არ უნდა იჯდეს გასაგებია, თუმცა მეორე მომენტი დათუნაშვილის უარყოფითი პიროვნებაა, გეგეშიძესთან მიმართებაში შეიძლება მართალია, მაგრამ შენ კაცი რომელიც თვლი რომ უსამართლოდ დაიჩაგრე და ამ დროს ეთაყვანები მკვლელებს რომლებმაც 300 ათასი კაცი გაასამართლეს, 150 კაცი ქუჩაში დახვრიტეს, ათასობით გააუპატიურეს შენ რაც გიქნეს ის იმასთან შედარებით არაფერი არ არის, მორალთან მწყრალად ხარ და რეალურად უსამართლობასაც მარტო შენი ცხვირის იქეთ ვერ ან არ ხედავ, მთავარია შენ არ შეგეხონ და სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო ნათქვამია, ასეთი მორალის მქონე კაცი სადღაც იმსახურებს კიდეც უსამართლობის მსხვერპლი რომ გახდეს, თორემ გეგეშიძემ რაც გააკეთა თუნდაც მართალი რომ ყოფილიყო კაცური გაგებით თანამდებობაზე მაინც არ უნდა დარჩენილიყო და ამას არავინ არ ამართლებს.
ნიკო
28 დეკემბერი 2021 22:58
33
სამწუხაროა რომ ასეთი სპორტსმენი დაკარგა საქართველომ. წარმატებებს ვუსურვებ.
აშკარად ძალიან გაანაწყენეს და უსამართლოდ მოექცნენ. იმისი მაგივრად რომ საქმე შესწავლილიყო, ფაქტიურად ჩაიფარცხა და აი შედეგიც. საინტერესოა ამის წონაში საქართველოს რა შედეგები ჰქონდა 2021-ში
გიორგი
28 დეკემბერი 2021 16:24
5
საამაყო პიროვნება
geno
28 დეკემბერი 2021 22:01
16
ძალიან საინტერესო და წარმატებებით სავსე ცხოვრება გაქვს
ვახო
28 დეკემბერი 2021 10:28
1
ნაცებს კაცი, რომ დაუჭერ მხარს, ესეიგი შენც ავტომატურად, მათი თანამოზიარე ხდები, ნაცების მიერ ჩადენილ შავნელ საქმეში, გინდ ცნობილი სპორცმენი იყავი და გინდ ნებისმიერი დარგის მუშაკი
ლევანი
28 დეკემბერი 2021 14:44
90
და ქოცებს რომ დაუჭერ მხარს მაშინ არა? შენი ლოგიკით ლაშა ტალახაძემ უნდა აგოს პასუხი მაჩალიკაშვილზე, ახალგაზრდების დათხეული თვალებზე, ლექსო ლაშქარავაზე და ასე შემდეგ? რადგან ქოცების წინასაარჩევნო კლიპში ღებულობდა მონაწილეობას?
კაი ერთი
28 დეკემბერი 2021 23:57
9
100000000% მართალი ხარ.
ლევანის.
28 დეკემბერი 2021 15:16
29
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული