ქართველი მოჭიდავეების წარმატება ანტალიაში

AutoSharing Option
ანტალიაში მიმდინარე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - Victory Cup-ზე, 10 წონითი კატეგორიიდან 5-ში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები და საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრების ანგარიშზე 5 მედალია - 1 ოქრო და 4 ბრინჯაო.

ანრი ფუტკარაძემ (71 კგ) ყველა მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს: გიორგი კოჩალიძემ (45 კგ), ვახტანგ ლოლუამ (51 კგ), ავთანდილ მამალაძემ (60 კგ) და საბა ფურცელაძემ (92 კგ).

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული