ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს

AutoSharing Option
სერბეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი (87 კგ) 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა. საპატიო ჯილდო დათუნაშვილს სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ბოჟიდარ მალკოვიჩმა გადასცა.

"ეს ჩემთვის დიდი დღეა, ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო. ძალიან ბედნიერი ვარ. მხარდაჭერისთვის მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. გახდე საუკეთესო ჩემპიონთა ქვეყანაში, რომელსაც ნოვაკ ჯოკოვიჩი, წყალბურთელთა და კალათბურთელთა ასეთი ნაკრებები ჰყავს, ჩემთვის დიდი პატივია. მიყვარს სერბეთი და ბელგრადი, ეს ჩემი მეორე სახლია. მომავალში სერბეთისთვის კიდევ უფრო ძლიერად ვიბრძოლებ", - განაცხადა დათუნაშვილმა.

დათუნაშვილი სერბეთის სახელით 2020 წლიდან, საქართველოს ჭიდაობის
ფედერაციის პრეზიდენტთან კონფლიქტის შემდეგ გამოდის.

მკითხველის კომენტარები / 33 /
ამ ბიჭს მგონი ყველა საღად მოაზროვნე ქართველი ვგულშემატკივრობთ, იმის მიუხედავად რომ სხვა ქვეყნის სახელით გამოდის. თვალებიდან არ გამომდის მისი დასისხლისნებული სახე და ჩემი დიდი გაბრაზება, ასევე ჩემი დამცირებაც, რადგან ზურა ჩემი და თავის სამშობლოს სადიდებლად იბრძოდა. ზურა ყოჩაღ ასე გააგრძელე და მოგვიტიე ჩვენ რომ ვერაფრით დაგეხმარეთ ამ უსამართლო ქვეყანაში. წარმატებას გისურვებ, გამარჯვებით გევლოს. ❤️
G.LA
28 დეკემბერი 2022 08:37
7
ძალიან უცნაურია, იოკიჩის ქვეყანაში საუკეთესოდ მოჭიდავეს რომ დაასახელებენ. ეტყობა იოკიჩს არ ეპატიება ამერიკაში (NBA)თამაში.
სამართალი
28 დეკემბერი 2022 01:20
40
ზოგადად ნაკლებად მაინტერესებს წარმოშობით ქართველი სპორტსმენები, რომლებიც სხვა ქვეყნის სახელით გამოდიან, მაგრამ ეს ბიჭი გამონაკლისია- ჯერ დაჩაგრეს და ნაკრების კარს უხურავდნენ, მერე პროტესტი როგორ გამოთქვიო დასაქვეყნოდ დაასისხლიანა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, მაინც არ უნდოდა საქართველოდან წასვლა და სასამართლოში სცადა თავისი სიმართლის გატანა და იქ უთხრეს" გეკუთვნის, მაგრამა არ გეკუთვნისო" დასცინეს ფაქტიურად. მხოლოდ ამის მერე წავიდა. ამიტომ ვგულშემატკივრობ, სამართალმა პური ჭამა.
არტ
28 დეკემბერი 2022 00:53
10
რაც დათუნაშვილი გააქციეს საქართველოდან მას მერე ამ სპორტის სახეობის საქმე უკან უკან წავიდა საქართველოში. კ ა რ მ ა!!!!!!
სოსო
28 დეკემბერი 2022 00:53
6
თან ფულიც დაზოგეს ქოცებმა, რამდენი ხელფასი პრემია ჯილდო უნდა მიეცათ..... ჩემი აზრით მთელი ფედერაციაა მოსაშორებელი...., მაგათაც შუბლის ძარღვი არ გაუწყდეთ (შემთხვევით).
rigiti
28 დეკემბერი 2022 00:10
8
მტერი და მოღალატეა ყველა ვინც სამშობლოზე მაღლა პირადი ინტერესები ამოძრავებს.ამისთანა სპორცმენი ქვეყნიდან გავაგდეთ და შემდეგ რესტორანში ორმეტრიანი ყანწებით სამშობლოს სადღეგრძელოს სვამენ,შ......თ სუყველას სამშობლოში ვინც ამ კაცის წინაშე მძ.....ი ჭამეთ.კაცობა და სპორცმენება სადაც დაუფასეს იქით ასმაგად ასახელა.ეხლა გამოქანდით თბილისიდან და დაახტით ბელგრადში მთელი ფედერაცია.
Deme Svani
28 დეკემბერი 2022 00:08
7
იოკიჩის და ჯოკოვიჩის ქვეყანაში საუკეთესოება რას ნიშნავს, ქოცები ამას ვერანაირად ვერ მიხვდებიან. ვერ ქაჩავენ ამდენს ერთხვეულიანი ტვინის პატრონები
27 დეკემბერი 2022 23:58
7
მოკითხვა გეგეშიძეს!!!
გიორგი
27 დეკემბერი 2022 22:43
3
ერთ ზონდერს და მოძალადეს გადავაყოლეთ მსოფლიო დონის ფალავანი. ვინც თვლის რო ქვეყანა ჩალით არა არის გადახურული და ბანანის რესპუბლიკა არ ვართ - დიახ ბატომებო საქართველო ბანანის რესპუბლიკაა და ჩალითაა გადახურული დიდი ხანია!
თორნიკე
27 დეკემბერი 2022 22:17
13
რატო არ დაუდგა იმიტომ დიდი სპორცმენობა არ ნიშნავს კაცობას , ვინც მოჭიდავეებს იცნობს მაგარი მეგობრობა და გვერდში დგომა იციან მაგრამ არაკაცებს გვერდში არ დაუდგებიან რაც არუნდა დიდი სპორცმენი იყოს დათუნაშვილი დიდი სპორცმენია რაც შეეხება დანარჩენს ნული
Soso
28 დეკემბერი 2022 10:49
16
ყველაზე ცუდი მაინც ისაა რომ არცერთმა "სახელოვანმა" და ვითომ მაგარმა სპორტსმენმა ხმა არ ამოიღო და გვერდში არ დაუდგა. მაგრად მკიდია მაგათი ოქრო-ვერცხლები, კაცად არ ვარგა არცერთი
თორნიკეს
28 დეკემბერი 2022 06:14
6
ნაცი სერბეთშიც ნაცია.
ქუთაისი
27 დეკემბერი 2022 22:15
113
ქუთეისი ვერ გევიგეე? რა შინაარსი ჩადევი ახლა ამ კომეტარში? რაცხა დააშავაა სერბეეთში?
იგი რაქვია
28 დეკემბერი 2022 05:32
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული