ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს

AutoSharing Option
სერბეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი (87 კგ) 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა. საპატიო ჯილდო დათუნაშვილს სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ბოჟიდარ მალკოვიჩმა გადასცა.

"ეს ჩემთვის დიდი დღეა, ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო. ძალიან ბედნიერი ვარ. მხარდაჭერისთვის მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. გახდე საუკეთესო ჩემპიონთა ქვეყანაში, რომელსაც ნოვაკ ჯოკოვიჩი, წყალბურთელთა და კალათბურთელთა ასეთი ნაკრებები ჰყავს, ჩემთვის დიდი პატივია. მიყვარს სერბეთი და ბელგრადი, ეს ჩემი მეორე სახლია. მომავალში სერბეთისთვის კიდევ უფრო ძლიერად ვიბრძოლებ", - განაცხადა დათუნაშვილმა.

დათუნაშვილი სერბეთის სახელით 2020 წლიდან, საქართველოს ჭიდაობის
ფედერაციის პრეზიდენტთან კონფლიქტის შემდეგ გამოდის.

მკითხველის კომენტარები / 33 /
ეს მოღალატე კაცუნა ნახე ამას კაცი გონია თავი. იმით ამაყობს რომ მტრულად განწყობილ ქვეყანაში გადავიდა? რუსეთი ბელორუსია და სერბეთი ერთ ქვაბშია მოხარშული
ქართველი
27 დეკემბერი 2022 22:13
115
იმედია ბოტი ხარ ძმაო და სხვისი დავალებით დაწერე ეს ყველაფერი. არ მინდა დავიჯერო რეალურ ადამიანს ასეთი აზრი მოუვიდა თავში.
ლაშა
27 დეკემბერი 2022 23:31
2
ჩიტი, ხარ, ჩიტი. (ქოცურად რასაც ნიშნავს, იცი)
ტაბუ
27 დეკემბერი 2022 23:27
7
ყველა გამოხმაურება
კობახიძე იტყოდა - რომ არ გვეცემა ამდენს ვერ მიაღწევდაო...
მე მაგრად ვგულშემატკივრობ მაგ ბიჭს, მაგარი ხარ ძამიკო!
magaria
27 დეკემბერი 2022 22:12
4
აჰაჰაჰაჰა :D აბა ომი გინდა? :DDD
kaxa
28 დეკემბერი 2022 13:53
1
ხო კონფლიქტის შედეგად, მსოფხედველობითი აზრთა ჭიდილი ჰქონდა გეგეშიძესთან ))) ჯაჭვით სცემეს ბიჭი, ზონდერებმა და არანაირი შანსი არ დაუტოვეს საქართველოს სახელით ეასპარეზა. წარმატებები ზურას, არ აქვს მნიშვნელობა ვის ჰიმნს დაუკრავენ, შენი ყველა წარმატება ქართული სულის და ქართული სისხლის გამარჯვებაა! გფარავდეს ღმერთი!
ლაშა
27 დეკემბერი 2022 22:05
5
არაა პატარა საქმე, როცა ისეთ სპორტულ ქვეყანაში, როგორიც სერბეთია საუკეთესო ხდები.
რრრ
27 დეკემბერი 2022 21:57
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული