ლერი აბულაძე ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი

AutoSharing Option
ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ლერი აბულაძემ (63 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

აბულაძემ თურქ მეჰმეთ ჩეკერის და ბულგარელ აბუ ამავს სძლია, ხოლო ფინალში აზერბაიჯანელი ტალეჰ მამადოვი დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

ბრინჯაოს მედალს ნუგზარ წურწუმია (55 კგ) დაეუფლა, რომელმაც ჯერ უკრაინელი ვიაჩესლავ ბაირაკტარი დაჯაბნა, შემდეგ ნახევარფინალი თურქ ადემ ბურაკ უზუნთან დათმო, მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი სომეხ რუდიკ მკრტჩიანს მოუგო.

ფინალში გავიდა ჯონი ხეცურიანი (67 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ლაშა გობაძე (87 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ)
იჭიდავებენ. რეპეშაჟიდან შეეცდება ბრინჯაოს მედლის მოპოვებას რობერტ კობლიაშვილი (97 კგ.)

მკითხველის კომენტარები / 2 /
გილოცავ ლერი! წარმატებებით გევლოს.
ქობულეთიდან
23:12 22-04-2023
0
მაღალმთიანი აჭარის სიამაყე ხარ ლომო.წარმატებები❤️❤️
მგელი
02:10 23-04-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული