გელა ბოლქვაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
გელა ბოლქვაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ბუქარესტის ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებს მეორე ჯილდო შეემატა - 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გელა ბოლქვაძემ.

2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი ქართველი ფალავანი შეჯიბრებას საკვალიფიკაციო წრიდან შეუდგა, სადაც საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ვლადიმერ ქარჩაიძე 6-3 დაამარცხა.

შემდეგ მოუგო ალბანელ მეტოქეს, მაგრამ მეოთხედფინალში დამარცხდა თურქ მოწინააღმდეგესთან და მესამე ადგილისთვის ბრძოლა გააგრძელა.

ბოლქვაძემ რეპეშაჟის ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, აზერბაიჯანელი რაფიგ ჰუსეინოვი აშკარა უპირატესობით - 9-0 დაამარცხა, ბრინჯაოს
მედლისთვის შეხვედრაში კი ბულგარელ მეტოქეს მოუგო და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.

ერთი დღით ადრე ასევე მესამე ადგილი დაიკავა იური ლომაძემ (77 კგ).

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვერ გამიგია, რატომ ძინავს სამინისტროს და ოლიმპიურ კომიტეტს, რამდენიმე თვეში პარიზის ოლიმპიადაა, რით ვერ მოაშორეს ჭიდაობას ეს ქუჩის ბიჭი?
ჟორა
00:31 17-02-2024
0
2 ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე, უდიდესი მიღწევაა ქართული კლასიკური ჭიდაობის ისტორიაში! ეხლა თავისუფლების ჯერია! უღრმესი მადლობა ყოფილ პოლიციელს და ეხლანდელ ძველ ბიჭს(ქუჩაში ერთი სიტყვით იტყვიან ესეთზე) გეგეშიძეს! სახელი დამავიწყდა, მაპატიეთ!
llcl
13:59 15-02-2024
0

სიახლეები პოპულარული