ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა

AutoSharing Option
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მეორე საშეჯიბრო დღეს ორი ქართველი წარდგა. 

ლაშა გობაძემ (87 კგ) ალჟირელი ბაჩირ სიდ აზარა დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ბულგარელ სემენ ნოვიკოვთან 3:8 დამარცხდა. ლაშას ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ექნება, თუ ნოვიკოვი ფინალში გავა.

სამწუხაროდ, რამაზ ზოიძე (67 კგ) ასპარეზობას პირველივე წრეში გამოეთიშა. ზოიძე ყირგიზ ამანტურ ისმაილოვთან 1:12 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირზე 97კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა რობერტ კობლიაშვილმა, რომელმაც ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ხასლახანაუსთან წააგო და ოლიმპიურ თამაშებს დაემშვიდობა.


მკითხველის კომენტარები / 31 /
ამათ ქართულენოვანი გიდი ჰყავთ საერთოდ დაქირავებული? აბა ფრანგული მათ არ იციან და პარიზის ღირსეშასანიშნავი ადგილები როგორ უნდა მოიარონ
დავით 67
00:47 08-08-2024
0
ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე - გეგეშიძეებო, თქვენ თუ მართლა ქვეყანა გიყვართ და ნამუსი შემოგრჩათ, აიღეთ პაუსხისმგებლობა და ამ ოლიმპიადის შემდეგ გადადექით! თუ არადა, მიმიფურთხებია იმ ფედერაციასა და მათ ზემდგომებზე ვინც ასეთი სამარცხვინო გამოსვლის შემდეგ ამათ მაინც დატოვებს სათავეში
სიმართლე
00:27 08-08-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული