საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ჰოლანდიამ დაამარცხა

AutoSharing Option
22 ოქტომბერს, ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები წარუმატებლად გამოვიდა.

დღეს, ერთმანეთს ეროვნული ნაკრებები უპირისპირდებოდნენ. გუნდები ოთხ-ოთხი ვაჟითა და გოგონათი იყო დაკომპლექტებული, ქართველმა ძიუდოისტები კი პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ.

ჩვენი პირველივე მეტოქე ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები იყო, რომელთა მთავარი კოზირი გოგონათა გუნდი იყო და ამ უპირატესობამ მეტოქეს გამარჯვებაც კი მოუტანა. 4:0 წავაგეთ გოგონათა გამოსვლის დროს, დამარცხდა: ეთერ ლიპარტელიანი-57 კგ, მარიამ ჭანტურია-70 კგ, სოფიო სომხიშვილი +78 კგ და 48 კილოგრამ წონით კატეგორიაში ძიუდოისტი არ გვყავდა.

რაც შეეხება ბიჭებს, 3:1 გავიმარჯვეთ. გაიმარჯვა: თემურ
ნოზაძემ-60 კგ, ტატო გრიგალაშვილმა-75 კგ, ლუკა მაისურაძემ-90 კგ. დამარცხდა: გელა ზაალიშვილი +100 კგ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
უნდა ჩატარდეს გუნდური ჩემპიონატი ცალკე ვაჟებში, ცალკე ქალებში და ცალკე შერეული. გამოჩნდება ყველაფერი, ვის ყავს ძლიერი ვაჟები, ვის ქალები და ვის გუნდი.
ჯ ი ჯ ი
14:24 18-04-2018
0
ვერ გავიგე რატომ უნდა გავიმარჯვოთ ქალთა ძიუდოში? ან რატომ უნდა გვყავდეს საერთოდ გოგონა ძიუდოისტების გუნდი? კაშიამ სამკლაური გაიკეთა და ლგბტ-ს უჭერს მხარსო, დაიქცა ქვეყანა! ქალი ძიუდოისტები უარესი არაა?!
aburjga
17:19 31-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული