საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ჰოლანდიამ დაამარცხა

AutoSharing Option
22 ოქტომბერს, ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები წარუმატებლად გამოვიდა.

დღეს, ერთმანეთს ეროვნული ნაკრებები უპირისპირდებოდნენ. გუნდები ოთხ-ოთხი ვაჟითა და გოგონათი იყო დაკომპლექტებული, ქართველმა ძიუდოისტები კი პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ.

ჩვენი პირველივე მეტოქე ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები იყო, რომელთა მთავარი კოზირი გოგონათა გუნდი იყო და ამ უპირატესობამ მეტოქეს გამარჯვებაც კი მოუტანა. 4:0 წავაგეთ გოგონათა გამოსვლის დროს, დამარცხდა: ეთერ ლიპარტელიანი-57 კგ, მარიამ ჭანტურია-70 კგ, სოფიო სომხიშვილი +78 კგ და 48 კილოგრამ წონით კატეგორიაში ძიუდოისტი არ გვყავდა.

რაც შეეხება ბიჭებს, 3:1 გავიმარჯვეთ. გაიმარჯვა: თემურ
ნოზაძემ-60 კგ, ტატო გრიგალაშვილმა-75 კგ, ლუკა მაისურაძემ-90 კგ. დამარცხდა: გელა ზაალიშვილი +100 კგ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
უნდა ჩატარდეს გუნდური ჩემპიონატი ცალკე ვაჟებში, ცალკე ქალებში და ცალკე შერეული. გამოჩნდება ყველაფერი, ვის ყავს ძლიერი ვაჟები, ვის ქალები და ვის გუნდი.
ჯ ი ჯ ი
18 აპრილი 2018 14:24
0
ვერ გავიგე რატომ უნდა გავიმარჯვოთ ქალთა ძიუდოში? ან რატომ უნდა გვყავდეს საერთოდ გოგონა ძიუდოისტების გუნდი? კაშიამ სამკლაური გაიკეთა და ლგბტ-ს უჭერს მხარსო, დაიქცა ქვეყანა! ქალი ძიუდოისტები უარესი არაა?!
aburjga
31 ოქტომბერი 2017 17:19
0
პერსპექტიული არა კვახი, ნატურალიზება უნდა მოვახდინოთ რამოდენიმე მართლა პერსპექტიულის და მერე კი შეიძლება კონკურენციის პირობებში ჩვენი ძუ ლომების გამოზრდა
goga
23 ოქტომბერი 2017 01:38
1
სულელურია თუ არა ერთ ფაქტია: სასწრაფოდაა მისახედი ქალთა ძიუდო, ეს გოგონები ვინც ამ ჩემპიონატზე ასპარეზობენ, ყველა პერსპექტიულია და სათანადო ყურადღება ჭირდებათ, მეტი მხარდაჭერა მათ და გია თენაძეს ვინც გაგვიცოცხლა თუ აღმოგვიჩინა ქალთა ძიუდო!
Irakli Apkhaidze
22 ოქტომბერი 2017 18:49
0
და ეს ახალი სულელური ფორმატი სწორედ საქართველოს წინააღმდეგ შემოიღეს!
S.K.
22 ოქტომბერი 2017 18:20
0
ეგ ახალი სულელური ფორმატი კიდევ ბევრჯერ წაგვაგებინებს.
zura
22 ოქტომბერი 2017 17:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული