საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მინსკში კიდევ 5 მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მინსკში, "ბელორუსის პრეზიდენტის თასის" მეორე დღეს ხუთი მედალი - 2-2 ოქრო-ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა.

ჩემპიონები ნინო ოძელაშვილი (80) და დავით ლორიაშვილი (100) გახდნენ. ვერცხლის მედლებს ირაკლი კუპატაძე (57) და ბექა ბერულავა (82) დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაო მინდია ლილუაშვილმა (68) მოიპოვა.

ფინალში ოძელაშვილმა უკრაინელი ჰალინა კოვალსკა დაამარცხა და კვლავ შეასრულა "გამარჯვებულის ცეკვა".

ლორიაშვილმა მასპინძელთა კერპი, სამბოში მსოფლიოს მოქმედი აბსოლუტური ჩემპიონი, ძიუდოში კი ევროპის ჩემპიონი ანდრეი კაზუსიონაკი დაამარცხა.

მსოფლიოს ჩემპიონმა ბერულავამ ფინალი მასპინძელთან მტკივნეულით წააგო.

საბოლოო ჯამში, ჩვენმა ნაკრებმა
მინსკში გამოსვლა 10 მედლით დაამთავრა.

ჯონდო მუზაშვილის გუნდმა 3-3 ოქრო-ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა. პირველ დღეს ჩვენმა ნაკრებმა ასევე 5 მედალი მოიგო: თითო ოქრო-ვერცხლი და 3 ბრინჯაო. ოქრო ბექა ბერძენიშვილმა (+100) დაისაკუთრა, როცა ფინალში მასპინძელთა მსოფლიოს ჩემპიონ იური რიბაკს 6:0 მოუგო. ვერცხლის მედალს ლევან ნახუცრიშვილი (74) დასჯერდა, მესამე ადგილზე კი ელენე ქებაძე (+80), ვახტანგ ჩიდრაშვილი (62) და პაატა ღვინიაშვილი (90) გავიდნენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ტურნირი თებერვალში გაიმართა. რა გჭირთ?
aleqsandre
20:58 27-04-2019
0

სიახლეები პოპულარული