ჰარუ ბაშომდე რამდენიმე დღით ადრე - ოსაკაში ტოჩინოშინის გამოჩენას ელოდებიან [PHOTO]

AutoSharing Option
წელიწადის განმავლობაში სუმოში 6 ბაშო ტარდება: ჰაცუ (გახსნის) ბაშო, ჰარუ (გაზაფხულის) ბაშო, ნაცუ (ზაფხულის) ბაშო, ნაგოია ბაშო, აკი (შემოდგომის) ბაშო და კიუშუ ბაშო.

ამჟამად გაზაფხულის დადგომიდან მეორე კვირას, ანუ 11 მარტს ჰარუ ბაშო იწყება. გაზაფხულის ბაშოს იაპონიის სიდიდით მეორე ქალაქი ოსაკა მასპინძლობს. ამ ქალაქში მხოლოდ ეს ერთი ბაშო ტარდება და იაპონელები მოუთმენლად ელოდებიან ამ პერიოდის დადგომას.

ბილეთების ფასები 200 იენიდან 14 000 იენამდე მერყეობს (5 ლარიდან 350 ლარამდე) და ბილეთებზე საკმაოდ დიდი რიგებიც დგას. ტურნირი ტანვარჯიშის არენაზე ტარდება, რომელიც 8
000 ადამიანს იტევს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

ოსაკაში ძალიან აქტიურად გამოიცემა და იყიდება სხვადასხვა ნივთი ტოჩინოშინის გამოსახულებით: ჟურნალები, ჩარჩოები, სურათები, კალენდრები და ა.შ.

ადგილობრივი პრესა კი ამ ტურნირზეც ლევან გორგაძეს ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მოიაზრებს. სამ დღეში ოსაკაში იაპონური დღესასწაული დაიწყება.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული