ჰარუ ბაშო. ფინალური დღე - მეათე გამარჯვება და ოვაციებით დაჯილდოებული ტოჩინოშინი [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, ჰარუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის ფინალური დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა ფინალური ბრძოლაც მოიგო.

ტოჩინოშინის მეტოქე კომოსუბი იჩინოჯო იყო, რომელთანაც დადებითი ბალანსი 10:5-ზე ჰქონდა. ორივე მებროლმა თავიდანვე შეძლო ჩაევლოთ ერთმანეთზე მავაშში ხელი, რაღაც მომენტში ფიზიკური უპირატესობით სცადა იჩინოჯიმ ტოჩინოშინის დაძვრა, თუმცა ქართველმა ამით ისარგებლა და მეტოქე დოჰიოდან, იორიკირით გადაიყვანა.

ქართველის გამარჯვების შემდეგ ოსაკას ტანვარჯიშის არენაზე იქუხა ოვაციებმა და ტოჩინოშინს საიმპერატორი ისრები გადაეცა.



ტოჩინოშინს ჯამში ამ ბაშოზე 10 გამარჯვება და 5 მარცხი დაუგროვდა. ქართველი სეკიტორის მთავარი პრობლემა ამ
ბაშოზე ტრავმა იყო, რომლის გამო გამაყუჩებლებით უწევდა ასპარეზობა.

ჰარუ ბაშოს გამარჯვებული მონღოლი იოკუძუნა კაკარიუ გახდა 13 გამარჯვებით და 2 მარცხით, ერთ-ერთი მარცხიც ტოჩინოშინთან იწვნია.

რაც შეეხება გაგამარუს, ჯურიო ლიგის ბოლო შეხვედრაში იორიკირით დამარცხდა ლიგის მეთორმეტე ნომერ ტაკანოივასთან. თეიმურაზ ჯუღელმა ეს ბაშო რვა გამარჯვებით და შვიდი მარცხით დაასრულა. მის დადებით ბალანსს კი აუცილებლად მოჰყვება რაღაცა სახის დაწინაურება.
მკითხველის კომენტარები / 17 /
საბოლოო ცხრილი რომ გამოაქვეყნოთ არ იქნება?
aburjga
26 მარტი 2018 22:32
0
არ დაუკარგავს ტიტული, მე მგონი მოემატა თუ არ ვცდები ამ მოგებით!!!
გიორგი
26 მარტი 2018 12:45
0
ლევანი მართლაც საოცრად გამოვიდა ამ ბაშოზე.ნეტავ წოდების მოსამატებლად ეს შედეგი ეყოფა?
სოსო
25 მარტი 2018 21:21
0
კი, ნახევარი საფეხურით წაიწევს და დასავლეთის ნაცვლად აღმოსავლეთის სეკივაკე გახდება, მომდევნო ტიტულს - ოძეკობას კი ახლა, სავარაუდოდ, არ მისცემენ, რადგან მხოლოდ ერთი ტურნირი იჭიდავა სეკივაკეს რანგში. ეს ალბათ მაშინ მოხდება, მომდევნო ბაშოზე თუ ისევ მინიმუმ 10 მოგებას დააგროვებს. ოძეკობის მინიჭების ზუსტი წესები არ არსებობს, თუმცა პრაქტიკაში ასეა: ბოლო 3 ტურნირზე დაგროვილი მოგებები უნდა იყოს მინიმუმ 33 45-დან და აქედან მინიმუმ 10 უნდა ჰქონეს ბოლო ტურნირზე. ლევანს 10 მოგების შემთხვევაში დაუგროვდება 14+10+10=34 მოგება, მაგრამ ეს მაინც არ არის გარანტია. ითვალისწინებენ სხვადასხვა სიტუაციას: ტურნირის მოგებას, იოკოძუნას დამარცხებას, სუმოს ხარისხს, კეთილსინდისიერ ბრძოლას და ა.შ. ეს ყველაფერი ლევანს აქვს და წესით, მომდევნო ბაშოზე უნდა გახდეს ოძეკი
მერაბი
26 მარტი 2018 12:36
0
გმადლობთ მეგობრებო.პასუხი ამომწურავია.
სოსო
26 მარტი 2018 12:24
0
ყველა გამოხმაურება
გამარჯობათ, დიდად ვერ ვერკვევი ამ სპორტში და იქნებ გამარკვიოთ, დაკარგა ტიტული ტოშინოჩინიმ?
anti
25 მარტი 2018 21:07
7
On, შემდეგ ბაშოზე 10 მოგებაც საკმარისი უნდა იყოს. მაშინ დაუგროვდება 14+10+10=34 ქულა და ორივე დაუწერელი კანონიც შესრულდება: დააგროვებს 33-ზე მეტ მოგებას და აქედან 10 ექნება ბოლო ბაშოზე. თუმცა ოძეკობის მინიჭების 100%-იანი გარანტია არ არსებობს
მერაბი
26 მარტი 2018 12:46
0
სულ რამოდენიმე ბაშოა, იანვრის თვეში ტიტული ამ ასტან არაფერშუაშია, აქ არის წოდებაში დაწინაურება ან დაქვეითება, რომ არ დაქვეითდეს მინიმუმ 8 გამარჯვება ჭირდებოდა, შემდგომ 2 ბაშოზე 23 მოგება თუ დაუგროვდა წოდებას აუწევენ
On
26 მარტი 2018 11:40
0
ყველა გამოხმაურება
წესით ტოჩი ოძეკია
რომა
25 მარტი 2018 20:03
2
კაცია,კაცი ჩვენი ტოჩი,ღმერთმა გაუმარჯოს.
zas.
25 მარტი 2018 14:08
3
ლევანი და გოლიათი.....
!!!!!!!!!!!!!!
25 მარტი 2018 13:45
3
ამ ბაშოზე ტოჩი დააჯილდოვეს პრიზით კარგი პერფორმანსისთვის
state
25 მარტი 2018 13:23
2
კაკურიუმ ბოლო ბრძოლაც წააგო (ტაკაიასუსთან) და 13-2 ბალანსით მოიგო
irakli Apkhaidze
25 მარტი 2018 12:39
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული