დღეს, ჰარუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის ფინალური დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა ფინალური ბრძოლაც მოიგო.
ტოჩინოშინის მეტოქე კომოსუბი იჩინოჯო იყო, რომელთანაც დადებითი ბალანსი 10:5-ზე ჰქონდა. ორივე მებროლმა თავიდანვე შეძლო ჩაევლოთ ერთმანეთზე მავაშში ხელი, რაღაც მომენტში ფიზიკური უპირატესობით სცადა იჩინოჯიმ ტოჩინოშინის დაძვრა, თუმცა ქართველმა ამით ისარგებლა და მეტოქე დოჰიოდან, იორიკირით გადაიყვანა.
ქართველის გამარჯვების შემდეგ ოსაკას ტანვარჯიშის არენაზე იქუხა ოვაციებმა და ტოჩინოშინს საიმპერატორი ისრები გადაეცა.
ტოჩინოშინს ჯამში ამ ბაშოზე 10 გამარჯვება და 5 მარცხი დაუგროვდა. ქართველი სეკიტორის მთავარი პრობლემა ამ ბაშოზე ტრავმა იყო, რომლის გამო გამაყუჩებლებით უწევდა ასპარეზობა.
ჰარუ ბაშოს გამარჯვებული მონღოლი იოკუძუნა კაკარიუ გახდა 13 გამარჯვებით და 2 მარცხით, ერთ-ერთი მარცხიც ტოჩინოშინთან იწვნია.
რაც შეეხება გაგამარუს, ჯურიო ლიგის ბოლო შეხვედრაში იორიკირით დამარცხდა ლიგის მეთორმეტე ნომერ ტაკანოივასთან. თეიმურაზ ჯუღელმა ეს ბაშო რვა გამარჯვებით და შვიდი მარცხით დაასრულა. მის დადებით ბალანსს კი აუცილებლად მოჰყვება რაღაცა სახის დაწინაურება.
12:26 25-03-2018
ჰარუ ბაშო. ფინალური დღე - მეათე გამარჯვება და ოვაციებით დაჯილდოებული ტოჩინოშინი [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
საბოლოო ცხრილი რომ გამოაქვეყნოთ არ იქნება?
1
0
არ დაუკარგავს ტიტული, მე მგონი მოემატა თუ არ ვცდები ამ მოგებით!!!
2
0
ლევანი მართლაც საოცრად გამოვიდა ამ ბაშოზე.ნეტავ წოდების მოსამატებლად ეს შედეგი ეყოფა?
7
0
კი, ნახევარი საფეხურით წაიწევს და დასავლეთის ნაცვლად აღმოსავლეთის სეკივაკე გახდება, მომდევნო ტიტულს - ოძეკობას კი ახლა, სავარაუდოდ, არ მისცემენ, რადგან მხოლოდ ერთი ტურნირი იჭიდავა სეკივაკეს რანგში. ეს ალბათ მაშინ მოხდება, მომდევნო ბაშოზე თუ ისევ მინიმუმ 10 მოგებას დააგროვებს. ოძეკობის მინიჭების ზუსტი წესები არ არსებობს, თუმცა პრაქტიკაში ასეა: ბოლო 3 ტურნირზე დაგროვილი მოგებები უნდა იყოს მინიმუმ 33 45-დან და აქედან მინიმუმ 10 უნდა ჰქონეს ბოლო ტურნირზე. ლევანს 10 მოგების შემთხვევაში დაუგროვდება 14+10+10=34 მოგება, მაგრამ ეს მაინც არ არის გარანტია. ითვალისწინებენ სხვადასხვა სიტუაციას: ტურნირის მოგებას, იოკოძუნას დამარცხებას, სუმოს ხარისხს, კეთილსინდისიერ ბრძოლას და ა.შ. ეს ყველაფერი ლევანს აქვს და წესით, მომდევნო ბაშოზე უნდა გახდეს ოძეკი
4
0
გმადლობთ მეგობრებო.პასუხი ამომწურავია.
2
0
ყველა გამოხმაურება
გამარჯობათ, დიდად ვერ ვერკვევი ამ სპორტში და იქნებ გამარკვიოთ, დაკარგა ტიტული ტოშინოჩინიმ?
2
7
On, შემდეგ ბაშოზე 10 მოგებაც საკმარისი უნდა იყოს. მაშინ დაუგროვდება 14+10+10=34 ქულა და ორივე დაუწერელი კანონიც შესრულდება: დააგროვებს 33-ზე მეტ მოგებას და აქედან 10 ექნება ბოლო ბაშოზე. თუმცა ოძეკობის მინიჭების 100%-იანი გარანტია არ არსებობს
1
0
სულ რამოდენიმე ბაშოა, იანვრის თვეში ტიტული ამ ასტან არაფერშუაშია, აქ არის წოდებაში დაწინაურება ან დაქვეითება, რომ არ დაქვეითდეს მინიმუმ 8 გამარჯვება ჭირდებოდა, შემდგომ 2 ბაშოზე 23 მოგება თუ დაუგროვდა წოდებას აუწევენ
1
0
ყველა გამოხმაურება
წესით ტოჩი ოძეკია
2
2
კაცია,კაცი ჩვენი ტოჩი,ღმერთმა გაუმარჯოს.
31
3
ლევანი და გოლიათი.....
25
3
ამ ბაშოზე ტოჩი დააჯილდოვეს პრიზით კარგი პერფორმანსისთვის
8
2
კაკურიუმ ბოლო ბრძოლაც წააგო (ტაკაიასუსთან) და 13-2 ბალანსით მოიგო
4
3
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული