ნაცუ ბაშო. XII დღე: ისტორია დაიწერა! ტოჩინოშინმა ჰაკუჰო დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 24 მაისს ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეთორმეტე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა.

ტოჩინოშინის მეტოქე დიდი იოკუძუნა ჰაკუჰო იყო, რომელთანაც ქართველს კატასტროფული  ბალანსი, 0:25-ზე ჰქონდა.

ქართველმა სეკიტორმა თავიდანვე ჩაავლო მეტოქეს მავაშში ხელი, თუმცა მალევე შეძლო პოზიციური გათანაბრება ჰაკუჰომ. გარკვეული პერიოდი ორივე მებრძოლი ილეთის განვითარებაზე ფიქრობდა და ქართველი შეტევაზე აკეთებდა აქცენტს, საბოლოოდ კი ლევანმა ეს შეძლო, ისტორია დაწერა და ჰაკუჰო იორიკირით დოჰიოდან გადაიყვანა.

Sportall.Ge

ლევან გორგაძეს 12 შეხვედრის შემდეგ ბალანსი 12:0-ზე აქვს და იმპერატორის თასის მოგების მთავარი კანდიდატია.

ლიდერთა
სია ტოჩინოშინის შემდეგ ასე გამოიყურება: იოკუძუნა კაკარიუ - 11 გამარჯვება და 1 მარცხი, იოკუძუნა ჰაკუჰო - 10 გამარჯვება, 2 მარცხი.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ბაშოს დასრულების შემდეგ სუმოს კომიტეტი ქართველ სეკიტორს ოძეკის წოდებას მიანიჭებს. ახლა მთავარი ბრძოლა მას იმპერატორის თასზე ელის.

რაც შეეხება რანგით მეორე ლიგას, სადაც ქართველი გაგამარუ გამოდის, მისი მეტოქე ლიგის მეათე ნომერი ჰომარაფუჯი იყო, რომელთანაც ჰატაკიკომით დამარცხდა. ეს თეიმურაზ ჯუღელისთვის მეათე მარცხი გამოდგა და მხოლოდ ორი მოგება აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯურიო ლიგაში ის ლიგის მეორე ნომრობიდან დაქვეითდება.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა, იაპონელი შოდაი იქნება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 5:3-ზე აქვს. შოდაიმ ამ ბაშოზე 7 შეხვედრა მოიგო და 5 წააგო.


მკითხველის კომენტარები / 63 /
მოკრძალებული თხოვნაა,ეს თათრული ’’საღოლ’’ ამოვაგდოთ ქართულიდან.ქართველ ვაჟკაცს ქართულად მივულოცოთ ეს დიდი გამარჯვება.
5
ვერ ვიხსენებ გულშემატკივრობის დროს, ასე გული როდის მიძგერდა. ღმერთმა გაახაროს ეს ადამიანი ათმაგად, როგორც ჩვენ დღეს გაგვახარა!!!!
მადლობა ლევანს ასეთი ლამაზი დღის ჩუქებისთვის.
ამაყი
15:41 24-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული