ფინანსები - რამდენი ათასი ლარი გამოიმუშავა ტოჩინოშინმა ჰაკუჰოს ძლევით

AutoSharing Option
დღეს ქართული სუმოსთვის ისტორიული დღეა. ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) ნაცუბო ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღეს 40-გზის ჩემპიონი ჰაკუჰო დაამარცხა.

ალბათ, დაკვირვებიხართ ბრძოლის დაწყებამდე ადამიანებს, რომლებიც დოჰიოს ბანერებით წრეს ურტყამენ - ისინი სპონსორების რეკლამას გამოფენენ.

სპონსორები კი საპრიზო თანხას, ე.წ. კენშოებს აწესებენ. 1 კენშო 60 000 იენს წარმოადგენს, რაც ქართულ ვალუტაში რომ გადავიყვანოთ, 1345 ლარი გამოდის.

ბრძოლის დასრულების შემდეგ გამარჯვებულ სუმოისტს კენშოებს თეთრი კონვერტით გადასცემენ.

კენშოების რაოდენობა დამოკიდებულია სპორტსმენზე. იოკუძუნები კაკარიუ და ჰაკუჰო ტოჩინოშინზე დაახლოებით 1.5-ჯერ მეტ საპრიზო თანხას იღებენ.

ტოჩინოშინმა დღევანდელი ბრძოლით
43 კენშო - 57 835 ლარი გამოიმუშავა. ჯამში, ქართველს 154 კენშო აქვს გამომუშავებული - 207 130 ლარი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თანხის დიდი ნაწილი გადასახადებს, კლუბის წევრობასა და სხვადასხვა ხარჯში მიდის, რის შედეგადაც სპორტსმენს თანხის არცთუ ისე დიდი ნაწილი რჩება.

ყველაზე მეტი იოკუძუნა კაკარიუს აქვს გამომუშავებული - 264 კენშო - 355 080 ლარი. ხოლო დიდ იოკუძუნა ჰაკუჰოს მონაგარი 236 კენშოა - 317 420 ლარი.

▶ ნაცუ ბაშო. XII დღე: ისტორია დაიწერა! ტოჩინოშინმა ჰაკუჰო დაამარცხა [VIDEO]
▶ რა ხდებოდა დარბაზში, როცა ტოჩინოშინმა 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 9 /
სად შეიძლება ვუყურო ხოლმე ბრძოლებს პირდაპირ ეთერში?
დდდ
11:53 25-05-2018
0
არ არსებობს დიდი და პატარა იოკუძუნა.... იოკუძუნა თავისთავად დიდ ჩემპიონს ნიშნავს
მირიანი
21:07 24-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული