ნაცუ ბაშო. XIII დღე: ტოჩინოშინი დამარცხდა, თუმცა იმპერატორის თასის მოგების მთავარი ფავორიტია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 25 მაისს ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მე-13 დღე გაიმართა. სამწუხაროდ, ტოჩინოშინი დამარცხდა, რაც პირველი შემთხვევაა ამ ბაშოზე.

ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა შოდაი იყო, რომელთანაც დადებითი ბალანსი 5:3-ზე ჰქონდა. ქართველმა სეკიტორმა რამდენჯერმე სცადა მავაშში ხელის ჩავლება, თუმცა შოდაიმ ახლოსაც არ მიუშვა. ბოლოს იაპონელმა ერთ-ერთი ასეთი მცდელობის დროს გამოიჭირა და ჰიკიოტოშით დასცა დოჰიოს.

ტოჩინოშინმა წინა ტურში 40-გზის ჩემპიონ იოკუძუნა ჰაკუჰოს სძლია და ძალიან ახლოს არის იმპერატორთა თასის მოგებასთან. მისი მთავარი მდევარი ამჟამად იოკუძუნა კაკურიო არის, რომელმაც თავისი ბრძოლა მოიგო და ლევან გორგაძეს
გაუთანაბრდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სანამ სუმოს კომიტეტი შეიკრიბება, იაპონური ტელევიზიები ქართველს უკვე თამამად უწოდებენ "ოძეკს" (იერარქიით რანგით მეორე წოდება), რაც აგრეთვე ძალიან დიდი წარმატებაა.

ლიდერთა სია ასე გამოიყურება:

  • ტოჩინოშინი - 12 მოგება, 1 მარცხი
  • იოკუძუნა კაკარიუ - 12 მოგება, 1 მარცხი
  • იოკუძუნა ჰაკუჰო - 11 მოგება, 2 მარცხი.

რაც შეეხება რანგით მეორე ლიგას, გაგამარუს მეტოქე ლიგის მერვე ნომერი ტერონოფუჯი იყო, რომელიც ქართველმა იორიკირით დაამარცხა. თეიმურაზ ჯუღელს ამ ბაშოზე 3 მოგება და 10 მარცხი აქვს, რაც ავტომატურად გამოიწვევს მისი ლიგის მეორე ნომრობიდან ჩამოქვეითებას.

ხვალ ტოჩინოშინს ერთგვარად ფინალური ბრძოლა ელის. მისი მეტოქე მონღოლი იოკუძუნა კაკურიოა, რომელთანაც ქართველს უარყოფითი ბალანსი 2:21 აქვს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ წინა ბაშოზე დაუმარცხებელ კაკურიოს ტრავმირებულმა ლევან გორგაძემ სძლია.

▶ტოჩინოშინი იაპონურ კულტურაში: სელფები, კარიკატურები, პრესა, ტელევიზია და ა.შ. [PHOTO]
▶ვარცხნილობა, ბალიშების გადაყრა, მარილი, ცოლის მოყვანა - სუმოს წესები და ტრადიციები
მკითხველის კომენტარები / 18 /
ძალიან დიდი ფიზიკური და ემოციური ენერგია წაიღო ჰაკუჰოსთან ბრძოლამ,თუმცა მოგებად ღირდა,შოდაისთან კი ჩემი აზრით ცოტა იჩქარა,მაგრამ არა უშავს,ხვალ კაკურიესთან უნდა გაიმარჯვოს,ბოლო დღეს ჰაკუჰო-კაკურიეს ბრძოლაა
გამარჯვებებს გისურვებ ლევან გორგაძე-ტოჩინოშინო!
დავით
14:15 25-05-2018
0
დასცა არა დაახეტქა, თვითოდ დაუცდა ფეხი
Irakli Apkhaidze
16:00 25-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული