ნაცუ ბაშო. XIV დღე: ტოჩინოშინი კაკურიოსთან დამარცხდა, ჰაკუჰოს იმედად... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეთოთხმეტე საშეჯიბრო დღე გაიმართა და სამწუხაროდ ტოჩინოშინმა მეორე მარცხი იწვნია.

ტოჩინიშინის მეტოქე მონღოლი იოკუძუნა კაკურიუ იყო, რომელთანაც ქართველს უარყოფითი ბალანსი 2:21 ჰქონდა. დღევანდელი შეხვედრა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ დღეს დიდი ალბათობით წყდებოდა იმპერატორის თასის ბედი. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენმა მებრძოლმა გუშინ ხელი მძიმედ დაიზიანა და ტრავმირებული ასპარეზობდა.

ქართველმა სეკიტორმა თავიდანვე შეძლო უპირატესობის მოპოვება, მონღოლი იოკუძუნა მავაშში დაიჭირა თუმცა არასრულყოფილად, რითიც გამოცდილმა კაკურიუმ ისარგებლა და რამდენიმე ფაზიანი ორმხრივი შეტევების შემდეგ ტოჩინოშინი
სუკუინაგეთი დამარცხდა.

ლიდერთა სია ასე გამოიყურება:

  • იოკუძუნა კაკურიუ - 13 გამარჯვება , 1 მარცხი
  • ტოჩინოშინი - 12 გამარჯვება, 2 მარცხი
  • იოკუძუნა ჰაკუჰო - 11 გამარჯვება ,3 მარცხი
აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველმა ფალავანმა ყველა პირობა შეასრულა, რომ ბაშოს დასრულების შემდეგ ოძეკობა (სუმოს იერარქიაში რანგით მეორე ტიტული) მიანიჭონ. უკვე იაპონური ტელევიზიებიც ხშირად ქართველს ოძეკად მოიხსენიებენ.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მეხუთე მაეგაშირა იკიოი იქნება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 7:4-ზე აქვს. 31 წლის იაპონელმა ამ ბაშოზე 8 შეხვედრა მოიგო და 5 შეხვედრაში დამარცხდა.

ფინალურ დღეს ერთმანეთს აგრეთვე დაუპირისპირდებიან მონღოლი იოკუძუნები ჰაკუჰო და კაკურიუ. ჰაკუჰოს სრული უპირატესობა აქვს ბალანსში 41:6-ზე.
თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს სეკივაკე იჩინოჯისთან დამარცხდა და იმპერატორის თასის მოგების არანაირი შანსი არ დარჩა.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ ხვალინდელ დაპირისპირებაში ჰაკუჰოს ვუქომაგოთ, ხოლო ვიმედოვნოთ რომ ტოჩინოშინი იკოისთან გამარჯვებას შეძლებს. ასეთი სცენარის განვითრების შემთხვევაში დაინიშნება ფინალი: ტოჩინოშინსა და კაკურიუს შორის.


მკითხველის კომენტარები / 18 /
კაკურიე +13-1
ტოჩინოშინი +12-2
ჰაკუჰო +11-3
ხვალ ჰაკუჰომ საკუთარი იმიჯი უნდა დაიცვას (კბილებით)!
ტოჩინოშინმა კი იკიოის მოუგოს!საერვიულო არაფერია!

ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ღ მ ე რ თ ი გწყალობდეთ


დავით
13:37 26-05-2018
0
პროგრამა მინიმუმი ამ ბაშოზე შესრულებულია,ლევანს ყველაფერი წინ აქვს,დარწმუნებული ვარ ის იოკოძუნა გახდება აუცილებლად.ჩვენი მხარდაჭერა მას მაგრად ეხმარება....
zas.
16:01 26-05-2018
1

სიახლეები პოპულარული