ტოჩინოშინმა ფიცი დადო! პირველი ქართველი ოძეკი სუმოს სამყაროში

AutoSharing Option
დღეს, 30 მაისს, ლევან გორგაძემ ოფიციალურად დადო ოძეკის ფიცი და ამიერიდან სუმოს სამყაროში იერარქიის მეორე საფეხურზე განაგრძობს ასპარეზობას.

ჩვენი დროით დილის ექვს საათზე, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დენტაცუშიკის რიტუალი შედგა, რაც მისთვის ოძეკის წოდების მინიჭებასა და ოფიციალურ ნათლობას გულისხმობს.

იაპონური ტრადიციის თანახმად, სუმოს ასოციაციის წევრები ლევანის კლუბს, კასუგანოს ესტუმრნენ და ქართველ ფალავანს, მისი კლუბის პრეზიდენტის თანხლებით, სუმოს ასოციაციის დადგენილება გააცნეს, რის მიხედვითაც, დღეიდან ტოჩინოშინი ოძეკის ტიტულის მფლობელია.

ქართველმა ფალავანმა, როგორც წესები მოითხოვდა, ტიტულის მისაღებად ფიცი წარმოთქვა და პირობა დადო, რომ ღირსეულად
დაიცავს აღნიშნულ წოდებას. ფიცში ლევანმა აღნიშნა, რომ თავდაუზოგავად ივარჯიშებს, რათა გახდეს სანიმუშო მებრძოლი.

altტოჩინოშინის ოძეკად მონათვლის ცერემონია [VIDEO+PHOTO]


ოძეკი ქართულად იშიფრება, როგორც ჩემპიონი და იგი სუმოს იერარქიის უმაღლესი წოდება გახლავთ, იოკოძუნას (ანუ უძლეველი ჩემპიონის) შემდეგ.

ტოჩინოშინი მესამე ევროპელი სუმოისტია, ვინც ეს წოდება მიიღო.

altთივა რომ არ გვეყიდა, მთაში თიბავდა და მოჰქონდა - ინტერვიუ ტოჩინოშინის დედასთან

altტოჩინოშინმა იაპონელებს საქართველო გააცნო - ექსკლუზიური კადრები ტოკიოდან [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 28 /
ჩემი სუბიექტური აზრით შემდეგი ბაშო თუ მოიგო იოკოძუნას წოდებას მისცემენ და რატომ ? შემდეგ ბაშოზე ყველა უძლიერესი მიიღებს მონაწილეობას პლიუს ამას ოძეკები იქნებიან რომელთაც უნდა დაიცვან თავისი ტიტული წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ჩამოქვეითდნენ ასე რომ წარმოიდგინეთ ერთ ჯგუფში მოხვდნენ რეალი,ბარსელონა,იუვენტუსი,ბაიერნი
NIGHT
30 მაისი 2018 11:10
0
გილოცავ ლევან გორგაძე-ტოჩინოშინ, ოძეკის საპატიო ტიტულს,დიდი იმედი მაქვს,რომ ღირსეულად დაიცავ ამ მაღალ წოდებას და ი ო კ ძ უ ნ ო ბ ა-ც არ იქნება ძალიან შორს,ჩემი აზრით ქალიშვილის დაბადებამ ძალიან დიდი დადებითი მუხტი შეგძინა და გაგაძლიერა,გისურვებ შვილთა სიმრავლეს,ბედნიერებას და გახარებას,გილოცავ ლომისობას
უფალი გწყალობდეს
დავით
30 მაისი 2018 11:07
0
ძალიან მიხარია. გილოცავ ლევან. ჯანმრთელობას გისურვებ და მონგოლები ყოველთვის გეგორავებინოს დოხიოზე, განსაკუთრებით კი კაკურიუ. წარმატებები ჩვენ გასახარად
.
დათო
30 მაისი 2018 10:03
1
ლევააან გენაცვალე დიდო ქართველო ადამიანო! ოიკოძუნაც მალე გამხდარიყავი! ორი ბაშოს მოგება და ერთის დადებითით დასრულება საკმარისია იოკოძუნობისთვის როგორც ვიცი!
b-52
30 მაისი 2018 09:57
0
გენაცვალე ლევან! გილოცავ!!!
soxumeli veterani
30 მაისი 2018 09:43
0
ვულოცავ ლევანს!საინტერესოა, რამდენი ხანი არის საჭირო იოკოძუნას ტიტულამდე და რამდენი გამარჯვება სათვალავში?
მერაბი
30 მაისი 2018 09:04
0
მომავალ სამ ბაშოში 1 იუშო და 2 მიახლოვებული შედეგი მაგ 13-2 ბალანსი, წესით საკმარისია იოკოზუნიბისთვის. თუმცა არააზიელს ალაბთ კიდევ მეტი ძალისხმევა შეიძლება დაჭირდეს რომ ამ სიმაღლეზე აწიონ.
გიორგი
30 მაისი 2018 10:56
0
ოძეკის რანგში უნდა მოიგოს 2 ბაშო მიყოლებით და გახდება იოკუძუნა. ეს ვიცი მე
გიორგი
30 მაისი 2018 10:32
0
ყველა გამოხმაურება
ვულოცავ ლევანს!საინტერესოა, რამდენი ხანი არის საჭირო იოკოძუნას ტიტულამდე და რამდენი გამარჯვება სათვალავში?
მერაბი
30 მაისი 2018 09:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული