ბოლოს მღელვარებისგან გული მიცემდა - ტოშინოჩინის 12 წელი იაპონიაში [VIDEO]

AutoSharing Option
დიდი იაპონელი რეჟისორი აკირა კუროსავა ცოცხალი რომ ყოფილიყო, შესაძლოა, ტოჩინოშინის წარმატების შემხედვარეს, კიდევ ერთი ახალი ფილმის გადაღების იდეა გასჩენოდა.

ლეგენდარული რეჟისორი 1998 წელს, 88 წლისა გარდაიცვალა, მაგრამ იაპონელი ხალხი დღემდე არ ივიწყებს მის უდიდეს ნიჭსა და შესანიშნავ ფილმებს.

აზიელებს არც ჩვენებური ლევან გორგაძის, იგივე ტოჩინოშინის წარმატებები არ დარჩენიათ შეუმჩნეველი და მასაც გარჯა დაუფასეს და ოძეკის ტიტული მიანიჭეს.

საერთოდ, იაპონელებისთვის მთავარია შრომა და დრო. მათთვის ყოველ წუთს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. არ არსებობს ცხოვრებაში ზედმეტად დაკარგული ერთი წუთიც კი.

ტყუილად კი არ
აღნიშნა გორგაძემ ოძეკად კურთხევის შემდეგ, ამის მერე უფრო მეტად ვივარჯიშებ და შევეცდები, ჩემი ჭიდაობა კიდევ უფრო დავხვეწოო.

დარწმუნებით შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ 30 მაისი ქართველი ფალავნის ცხოვრებაში ერთ-ერთი შესანიშნავი დღე იყო.

კითხვაზე, თუ რას გრძნობდა ტოჩინოშინი წინა დღეს, სანამ ოძეკად აკურთხებდნენ, გორგაძემ უპასუხა:

"ძალიან ვნერვიულობდი, ვფიქრობდი, შევძლებდი თუ არა სატიტულო ფიცის წარმოთქმას. ძალიან მეძინებოდა, მაგრამ 5-6-ჯერ მაინც ვიმეცადინე, თუ როგორ უნდა წარმომეთქვა ჩემი სატიტულო ფიცი".

ჩვენებურმა თავის სიტყვაში განსაკუთრებით იაპონელი ოსტატი გამოჰყო, რომელმაც სუმო შეასწავლა. მან თქვა, რომ იაპონიაში ჩამოსვლისას არც ენა იცოდა და არც სუმოს წესები, ოსტატმა კი ყველაფერი ნულიდან ასწავლა, რისთვისაც მადლობა გადაუხადა.

12 - ეს ის რიცხვია, რამდენი წელიც გორგაძე იაპონიაში იმყოფება. ამ დროის განმავლობაში ქართველმა მოახერხა და მაკუშიტას მესამე დივიზიონიდან იმ მწვერვალამდე მივიდა, სადაც ახლა იმყოფება.

ტოჩინოშინმა აღნიშნა, რომ იაპონელებიც და ქართველებიც ძალიან თბილი და კეთილი ხალხია. ორივე ერს უყვარს სტუმრის მიღება, თავდადება და შრომა.

გორგაძემ ქართულ-იაპონურ ურთიერთობებზე სწორედ აღნიშნული პარალელი გაავლო.

ქართველი იაპონიაში ძალიან უყვართ და ამაზე ჩვენ უკვე ვწერდით. მას ხშირად იწვევენ იაპონურ ტელე თუ მედიასაშუალებებში.

აქვე ერთ-ერთი შემთხვევა შეგვიძლია გავიხსენოთ, როდესაც ტოჩინოშინი იმპერატორის თასის მოგების შემდეგ სტუმრად იაპონიის ერთ-ერთ ცნობილ ტელევიზიაში იმყოფებოდა.

"უბედნიერესი ადამიანი ვარ. ძალიან მძიმე ბოლო ორთაბრძოლა გამოდგა და ბოლოს მღელვარებისგან გული მიცემდა.

ძალიან დაძაბული ვიყავი. ამდენი ხალხის თვალწინ პირველად წარმოვთქვი გამარჯვებულის სიტყვა. დღის ბოლოს ცრემლებს ვერ ვიჩერებდი.

სულ ვვარჯიშობ. სპორტდარბაზში, ოთახშიც კი სავარჯიშოები მაქვს.

მე ღვინის სამშობლო საქართველოდან ვარ. დავიბადე მცხეთაში, რომელიც შესანიშნავი ბუნებით ძალიან ძველი ქალაქია.

მიყვარს თუ არა ღვინო? დიახ, მიყვარს. იაპონიაში ნაკლებად, მაგრამ, როდესაც საქართველოში ჩავდივარ, ხშირად ვსვამ. ღვინოს მამაჩემიც აყენებს.

საჭმლის მომზადება? საჭმლის მომზადება მეც მიყვარს და ჩემი ცოლიც აკეთებს. საქართველოდან სუნელები მომაქვს ხოლმე და ქართული გემოს საჭმელებს ვაკეთებ.

ბაბუაჩემი სამბისტი იყო, მე კი 9 წლიდან ვჭიდაობ. რატომ გადავწყვიტე, სუმოისტი გამოვსულიყავი? იაპონიაში მსოფლიოს სუმოს შეჯიბრზე სამჯერ ჩამოვედი და შემდეგ გადავწყვიტე, ამ სპორტს გავყოლოდი.

თავიდან ძალიან რთული იყო, რადგან სუმოზე და იაპონიის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ შემდეგ შევეგუე.

კარიერის დროს ბევრი იმედგაცრუება ყოფილა. მქონდა ისეთი ტრავმა, რომლის გამოც კარიერის დასრულება მინდოდა, მაგრამ ვიბრძოლე, ამ წარმატებას მივაღწიე და ახლა უბედნიერესი ვარ", - ამბობს გორგაძე.

ტოშინოჩინი ისტორიის წერას განაგრძობს. წინ კი უფრო დიდი წარმატებებია და ბევრი მიზანია შესასრულებელი.

ეს კი იმ იაპონური გადაცემის ვიდეოჩანაწერია, რომელზეც უკვე ვწერდით.



altტოჩინოშინის იოკუძუნობის შანსები - ფაქტები უახლოესი ისტორიიდან

altტოჩინოშინის ოძეკად მონათვლის ცერემონია [VIDEO+PHOTO]

altტოჩინოშინმა ფიცი დადო! პირველი ქართველი ოძეკი სუმოს სამყაროში

altთივა რომ არ გვეყიდა, მთაში თიბავდა და მოჰქონდა - ინტერვიუ ტოჩინოშინის დედასთან

altტოჩინოშინმა იაპონელებს საქართველო გააცნო - ექსკლუზიური კადრები ტოკიოდან [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩვენს ტოჩინოშინს ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ. ივლისის ბაშოც მოეგოს, სექტემბრისაც მიეყოლებინოს და იოკოძუნობისთვისაც გამოეკრას ხელი. მაგრამ ასეთი ინფანტილური სტატია სამარცხვინოა.
რა შუაშია აკირა კუროსავა?!
17:29 08-06-2018
0
ადამიანს, ზოგადად, გული რომ უცემს, კარგია, მაგრამ სათაური მაინც გამოცვალეთ - რეებს უწერთ ამხელა ოძეკ კაცს! აკირა კუროსავაც "ოსტატურად" გაიხსენეთ...

ლევანს, რა თქმა უნდა, გაუმარჯოს!
ვვვ
18:14 03-06-2018
0

სიახლეები პოპულარული