დღეს, 10 ივლისს, ნაგოია ბაშოს III საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.
ლევან გორგოაე იაპონელ კომუსუბის, შოჰოძანს შეხვდა და ცურიდაშით დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ ქართველ სუმოისტს შოჰოზანთან ბალანსი 14:5 გაუხდა.
ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მე-3 მეგაშირა აბი იქნება, რომელსაც სულ ერთხელ შეხვდა და ისიც მოუგო.
რაც შეეხება თეიმურაზ ჯუღელს, იგივე გაგამარუს, ის ჯურიოს მე-11 ნომერს, მონღოლ მიტორიუს შეხვდა და ოშიდაშით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენებური მონღოლ გოლიათს ერთადერთხელ შეხვედრია აქამდე და წაუგია. ამ შეხვედრის მერე
კი გაგამარუმ მონღოლთან ბალანსი გაათანაბრა - 1:1.
რაც შეეხება ტურნირის ბალანსს, ჯუღელმა დადებითი ბალანსი მოიპოვა - 2:1.
ლევან გილოცავ და მთელი სულით და გულით გგულშემატკივრობ. წარმატებები!!!