ტოჩინოშინის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი ჰაკუჰო ტურნირიდან მოიხსნა

AutoSharing Option
იოკოძუნა ჰაკუჰო დღეს, 11 ივლისს, ნაგოია ბაშოზე არ გამოვა.

ჰაკუჰო ტურნირის მე-4 საშეჯიბრო დღეს დასავლეთის მე-3 მეგაშირა ტიენოკუნის უნდა შეხვედროდა.

"თეთრი ფენიქსი" ტურნირიდან მუხლის სახრის დაზიანებისა და მარჯვენა ფეხის ერთ-ერთი ძვლის შესაძლო მოტეხილობის გამო მოიხსნა.

ჰაკუჰომ ტრავმა ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს მიიღო.

იმ შემთხვევაში, თუ დაზიანებები სერიოზული არ აღმოჩნდა, ჰაკუჰო შესაძლოა ტურნირზე დაბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ ჰაკუჰო ნაგოია ბაშოზე ტოჩინოშინის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული