ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოს გამოეთიშა

AutoSharing Option
სუმოს სამყაროში დღეს, კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი გავრცელდა. ნაგოია ბაშოს ამჯერად ტრავმის გამო ტოჩინოშინი გამოეთიშა.

როგორც ცნობილია გუშინდელი ორთაბრძოლის დროს ლევან გორგაძეს მარჯვენა ფეხზე თითებს შორის მყესი გაუწყდა და ამ ეტაპზე სიარულიც კი უჭირს. 

ქართველი სეკიტორს ძალიან კარგი შანსი ჰქონდა ნაგოია ბაშოს მოგების, მისი მთავარი კონკურენტები იოკუძუნებიც ტრავმის გამო გამოეთიშნენ ტურნირს.

ტოჩინოშინმა ექვსი ბრძოლა გამართა, ხუთში გაიმარჯვა და ბოლო ბრძოლაში ტამავაშისთან დამარცხდა. დღევანდელ შეხვედრაში მის მეტოქეს პირველ მაეგაშირა შოდაის გამარჯვება ჩაეწერება.

altნაგოია ბაშო. VI დღე: იოკოძუნები აღარ არიან, ტოჩინოშინმა კი პირველად წააგო [VIDEO]

altნაგოია ბაშოდან კაკურიუც მოიხსნა - ტოჩინოშინს იოკოძუნები

გზას ვეღარ გადაუღობავენ

altტოჩინოშინის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი ჰაკუჰო ტურნირიდან მოიხსნა

მკითხველის კომენტარები / 13 /
ლევანის ფეხის უკანა კუნთებს დააკვირდით ბრძოლის დროს,ეს თეთრი ლაქები მემგონი დიაბეტისგან არის,ღმერთმაქნას ვცდებოდე!
გიორგი
12:17 15-07-2018
0
არ ვიცი რამდენად დამეთანხმებით მაგრამ ტრავმებისკენ მიდრეკილება ჩვენს სპორტსმენებში (იგივე რაგბი, ფეხბურთი, ჭიდაობა) 90 წლებში ბავშვობაგამოვლილებს ახასიათებთ და მაშინდელი დუხჭირი ცხოვრების ანარეკლი მგონია ეს როცა ყველაფრის დეფიციტი იყო რაც ჩვილისთვის ან ბავშვის ჯანმრთელობის ჩამოსაყალიბებლადაა საჭირო.
b-52
23:41 14-07-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული