20 ივლისს ნაგოია ბაშოს XIII საშეჯიბრო დღის შეხვედრები გაიმართა, სადაც რანგით მეორე ლიგაში გაგამარუმ მე-6 გამარჯვება მოიპოვა.
თეიმურაზ ჯუღელის მეტოქე მონღოლი სეირო იყო, რომელიც ქართველმა ოშიდაშის ილეთით დაამარცხა.
ამ გამარჯვების შემდეგ გაგამარუს ბალანსი 6:7-ზე გაუხდა და დარჩენილი ორი შეხვედრაც უნდა მოიგოს, რომ ბაშო დადებითი ბალანსით დაასრულოს.