აკი ბაშო. VI დღე: ტოჩინოშინმა ცუკიოტოშის ილეთით იოლად მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 სექტემბერს აკი ბაშოს VI საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა მე-4 გამარჯვება მოიპოვა.

ლევან გორგაძე იკიოს შეხვდა და ცუკიოტოშის ილეთით იოლად დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ სუმოისტებს შორის ბალანსი 10:4-ზე ქართველის სასარგებლოდ გახდა.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე იჩინოჟი იქნება, ვისთანაც 12:5-ზე აქვს ბალანსი.

ჯურიო ლიგაში მეორე გამარჯვება მოიპოვა გაგამარუმ, რომელმაც მიტორიუმის ცუკიოტოშის ილეთით სძლია. ამ მოგების შემდეგ თეიმურაზ ჯუღელს ბალანსი ოდნავ გამოუკეთდა და ამ დროისთვის 2 მოგება და 4 წაგება აქვს.

მისი მომდევნო მეტოქე ცურუგიშო იქნება, ვისთანაც უარყოფითი ბალანსი 2:4-ზე აქვს.

altტოჩინოშინი

და სხვები - 5 დღე მიილია, ვინ რამდენი გამოიმუშავა აკი ბაშოზე?

altაკი ბაშო. V დღე: ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოს ჩემპიონთან დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
გილოცავთ!
დღეს ლევანმა მოიგო კლასიკურად, აჩვენა ის კლასი რომელსაც აჩვენებენ იოკოძუნები და ოძეკები. რა ბრწყინვალე ტაჩიაი ჰქონდა, როგორ დადგა შეტაკებაში და შემდეგ კისრით როგორ დაიქნია მოწინააღმდეგე. აი ასე უნდა იჭიდავოს მან ფიზიკურად შედარებით მცირეტანიან მოწინააღმდეგეებთან. ისეთი ღონის პატრონია, რომ ბრწყინვალედ შეუძლია ტაჩიაიში მედგრად დადგომა ყველა იოკოძუნასთან. მავაშზე ჩავლებით და მიწოლის სტრატეგიით მხოლოდ ფიზიკურად დიდი ტანის რიკიშებთან უნდა იბრძოლოს.
წარმატებები ლევანს!...
ანესთეზეოლოგი
13:28 14-09-2018
0
შეცდომები წერაში სახელებზე და ფაქტებზე გრძელდება მაგრამ ამ უხმო ყრუ-მუნჯ ვიდეოებს რატომდებთ ბოლო დროს?
niko
15:34 14-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული