აკი ბაშო. XI დღე: ტოჩინოშინმა იოკოძუნა კაკურიუ ბრწყინვალედ დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 სექტემბერს აკი ბაშოს XI საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო.

ლევან გორგაძე იოკოძუნა კაკურიუს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ აქამდე ქართველ ფალავანს იოკოძუნასთვის მხოლოდ ორჯერ ჰქონდა მოგებული. ლევანმა იოკოძუნას აკი ბაშოზე პირველი მარცხი აგემა.

ამ მოგების შემდეგ ტოჩინოშინს ტურნირზე ბალანსი 7:4-ზე გაუხდა და დადებითი ბალანსის გაფორმებამდე 1 მოგება რჩება.

ქართველი ფალავნის მომდევნო მეტოქე კიდევ ერთი იოკოძუნა ჰაკუჰო იქნება, ვისთანაც ძალიან ცუდი ბალანსი 1:25-ზე აქვს.

გუშინდელი მოგების შემდეგ გაგამარუმ ჯურიო ლიგაში მორიგი გამარჯვება
მოიპოვა. თეიმურაზ ჯუღელმა კიოკუშუჰო ოშიდაშის ილეთით დაამარცხა და ბალანსი ტურნირზე 6:5-ზე გაიხადა. ორი გამარჯვებაც და გაგამარუ დადებით ბალანსს გაიფორმებს, რაც მას ჯურიო ლიგაში დარჩენის შესაძლებლობას მისცემს.

მისი მომდევნო მეტოქე ტაკაგენჟი იქნება, ვისთანაც უარყოფითი ბალანსი 0:2-ზე აქვს.

altაკი ბაშოს შეჯამება 10 დღის შემდეგ - ბრძოლები, რომლებიც ტოჩინოშინს ელის

მკითხველის კომენტარები / 30 /
ლევანის დადებით ბალანსში ეჭვი არ მეპარებოდა,მაგრამ იოკოძუნას დამარცხებას,სულ სხვა ფასი აქვს.და მაინც ამ ბაშოზე,ლევანზე მეტად გაგამარუს ვგულშემატკივრობ.ძალიან სჭირდება დადებითი ბალანსი და მისი ტრავმებიც ხომ ვიცით.ასე განაგრძეთ ბიჭებო.
სოსო
09:12 20-09-2018
0
დიდებული ქართველია,დიდებული.
zas.
20:54 19-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული