აკი ბაშო. XIV დღე: ტოჩინოშინმა აბი შიტატენაგეთი დასცა და ოძეკის ტიტული გადაირჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 სექტემბერს აკი ბაშოს XIV საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა მერვე გამარჯვება მოიპოვა და კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) გაიფორმა.

ლევან გორგაძე მეოთხე მაეგაშირა აბი მასატორას შეხვდა, მავაშში ხელის ჩავლებით თავიდანვე უპირატესობა მოიპოვა და შიტატენაგეს ილეთით დასცა დოჰიოზე. ამ გამარჯვების შემდეგ ქართველ ფალავანმა ოძეკის ტიტული გადაარჩინა და მას აღარაფერი ემუქრება. ის ნოემბრის ბაშოზე კვლავ ოძეკის ტიტულით წარდგება.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე ოძეკი ტაკაისუ იქნება, რომელთან უარყოფითი ბალანსი 7:9-ზე აქვს.

ჯურიო ლიგაში მორიგი მარცხი განიცადა გაგამარუმ, რომელმაც მეს
ამე ლიგის წევრ ტომოკაძესთან ჰატაკიკომის ილეთით წააგო. ამ მარცხის შემდეგ თეიმურაზ ჯუღელს ბალანსი 6:8-ზე აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას დიდი ალბათობით მესამე ლიგაში დააქვეითებენ.


მკითხველის კომენტარები / 5 /
ადე ბიჭო სახლში ჭამე!
sdfffff
01:19 23-09-2018
0
ტოჩიმ თუ ჩაგავლო, ფართხალი უნდა შეწყვიტო და....მოდუნდე... :D
ლადო
19:09 22-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული