სუმოისტებმა საგამოფენო მოგზაურობა ქალაქიდან ქალაქში დაასრულეს. ახლა ყველანი ფუკოაკოში არიან შეკრებილები და მოსამზადებელ ვარჯიშებს მართავენ.
ბოლო ვარჯიში ქართველმა ფალავანმა მიტაკეუმთან, ტოჩიოზანთან და აოიამასთან გამართა, ის სულ 19-ჯერ შეერკინა მათ და მათგან 11 შეხვედრა მოიგო. ქართველმა ვარჯიშების დროს მცირე კომენტარიც გააკეთა: "ყველა საკმაოდ კარგად მომზადებულია. ერთმანეთთან ვარჯიში ჩვენ ძალიან დიდ სხვაობას გვაძლევს. მე ვცდილობ, დადებით განწყობაზე ვიყო, რადგან წინ რთული დღეები გველის".
თუმცა ქართველი სეკიტორი ყურადღების ცენტრშია და
ტოჩინოშინს არც ფოტოსესიებში მონაწილეობა აკლია. სულ ბოლოს ფოტოები მან გეიშებთან გამოაქვეყნა. გეიშა ტალანტის მქონე ადამიანს ნიშნავს, რომელსაც ძალიან დიდი როლი უჭირავს იაპონურ კულტურაში. მათი მოვალეობა დადებითი განწყობის შექმნაა.
პარალელურად, აქტიურად ამზადებენ დოჰიოს, სადაც ნახევარღმერთები წლის ბოლო ბრძოლებს გამართავენ.
<土俵築>大タコを使い、皆で表面を固めていきます。#sumo #相撲 pic.twitter.com/cJl2B96hhj
— 日本相撲協会公式 (@sumokyokai) November 5, 2018
ბანძუკე განახლდა - რა წოდებებით წარდგებიან ქართველები ნოემბრის ბაშოზე?