Japantimes: ტოჩინოშინს ისტორიაში შესვლა შეუძლია, ის ფიზიკური და მენტალური ფორმის პიკშია

AutoSharing Option
იაპონურმა გამოცემა Japantimes-მა მოახლოებულ ფუკუოკას ბაშოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც ტურნირის ფავორიტებზეა საუბარი.

სტატიის მიხედვით, ტოჩინოშინს აქვს შანსი, 2003 წლის შემდეგ პირველი ოძეკი გახდეს, ვინც ფუკუოკას ბაშოს მოიგებს. ბოლო 15 წლის განმავლობაში ნოემბრის ბაშოს მხოლოდ იოკოძუნას ტიტულის მფლობელები იგებდნენ.

"ტოჩინოშინმა 2018 წელს პირველი ჩემპიონობა იზეიმა მაეგაშირას რანგში. ეს ბოლო 6 წელია არ მომხდარა, ახლა კი მას შეუძლია გახდეს პირველი ოძეკი 2003 წლის შემდეგ, ვინც ფუკუოკას ბაშოს მოიგებს. როგორც ჩანს, ქართველმა ტრავმა, რომელიც ივლისში მიიღო, სრულიად მოიშუშა. მიმდინარე წელს მას შესანიშნავი ბალანსი
აქვთ: 14-1, 10-5, 13-2. ამასთან ერთად, ტოჩინოშინს იმპერატორის თასი და სუმოს მეორე დონის ტიტული გააჩნია.

ქართველი ფიზიკური და მენტალური ფორმის პიკშია. როცა ჯანმრთელია, ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვება შეუძლია, ეს მან მიმდინარე წელს აჩვენა" - წერს Japantimes-ი.

ფუკუოკას ბაშო სტარტს 11 ნოემბერს აიღებს.

altვარჯიშები, ფოტოსესიები, ოფიციალური შეხვედრები - ტოჩინოშინის ამბები ბაშომდე 5 დღით ადრე

altტრავმები, მკურნალობა, ცრემლები - იაპონელების დოკუმენტური ფილმი ტოჩინოშინზე [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატება ჩვენს გოლიათს !!!
დათო
10:59 09-11-2018
0
მიდი ტოჩი შეუბერე ქართულად...
ირაკლიუსი
23:49 08-11-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული