კიუშუ ბაშო. IV დღე: ტოჩინოშინმა კაისეი დოჰიოდან გააძევა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 14 ნოემბერს კიუშუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა გამარჯვება მოიპოვა.

ქართველი ოძეკის მეტოქე ბრაზილიელი კომუსუბი კაისეი იყო, რომელთანაც ჩვენებურს დადებითი ბალანსი 10-7-ზე ჰქონდა.

ოთხი შეხვედრის შემდეგ ქართველ ფალავანს ბალანსი 3-1-ზე აქვს.

რაც შეეხება გაგამარუს, მას რანგით მესამე დივიზიონში დღეს მატჩი არ გაუმართავს.

altკიუშუ ბაშო. III დღე: ტოჩინოშინმა მიოგორიუ დაამარცხა და მეორე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

altკიუშუ ბაშო. II დღე: ტოჩინოშინმა ნიშიგიკი დოჰიოდან გააძევა! [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
ყოჩაღ ტოშიჩიჩინი! ამ ბაშიოზე თუ მოვახერხეთ ბანძუკეს ტიტული დაცვა, მომავალ ბაშიოზე იაკუძას წოდებასაც მოგვანიჭებენ. აგერ ნახავთ!
ქართველი კაცი
12:57 14-11-2018
8
არა, თქვენ სუმოში ძაან :D ბანძეუკე არის წოდებების სია ასე ვთქვათ. წარმოიდგინეთ სამკუთხედი. 1. მაეგაშირა 2. კომუსუბი. 3. სეკივაკე 4. ოძეკი 5. იოკოძუნა-ყველაზე მაღალი წოდება სუმოს იერარქიაში, ამ ტიტულის მქონე სუმოისტი რეიტინგში არ ქვეითდება, თუ ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს მიდის სამუდამოდ სუმოდან. ყველა დანარჩენი ტიტული კაჩიკოშის დაფიქსირების შედეგად ნარჩუნდება. კაჩიკოში- დადებითი ბალანსი, ანუ სუმოისტი ვალდებულია 15 შეხვედრიდან მინიმუმ 8 მაინც მოიგოს რომ რეიტინგში არ დაქვეითდეს. რაც შეეხება ლევანის იოკოძუნობას, მე ეს ძალიან, ძალიან მინდა როგორც ყველა ქართველს, მაგრამ ძალიან მეეჭვება ლევანმა ამ რანგს მიაღწიოს. ასაკი აქვს უკვე, პლუს დატანჯა ტრავმებმა, შედეგებზეც არაა მარტო იოკუძუნობის მიღება დამოკიდებული, ბევრი ფაქტორია მოკლედ და ამას სუმოს მამები წყვეტენ. ლევანი არის ოძეკი, ანუ ჩემპიონი და მაინც................ ვუსურვებ იოკოძუნა-დიდი ჩემპიონი გამხდარიყოს.
გულშემატკივარი
15:53 14-11-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული