ეს მის კარიერაში პირველი წარმატებაა, რასაც აუცილებლად მოჰყვება სეკივაკეს ტიტული. მისი მდევარი ოძეკი ტაკაისუ იყო.
ტაკაისუ იოკოძუნობისთვის იბრძოდა, თუმცა ბაშოს მოგების შანსი ვერ გამოიყენა და ბოლო ბრძოლა სეკივაკე მიტაკეუმთან წააგო.
აღსანიშნავია ისიც, რომ წინა ბაშოსგან განსხვავებით, კიუშუ ბაშოს უამრავი სუმოისტი აკლდა. თავიდანვე ცნობილი გახდა, რომ იოკოძუნა ჰაკუჰო და იოკოძუნა კაკურიო მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ. აგრეთვე, იოკოძუნა კისენასოტომ და ოძეკმა
ტოჩინოშინი
ტურნირის დასაწყისში ტოჩინოშინი ფავორიტად მოიაზრებოდა, თუმცა მისი ბრძოლები ნამდვილად არ იყო საიმპერატორო. ქართველმა ფალავანმა საწყის ტურებში ტაჩიაი (საწყისი შეჯახება) თითქმის ყველა მეტოქესთან წააგო. ამავდროულად, მან უხერხულ მეტოქეებთან ვერაფერი გააწყო: შოდაისთან, ტაკაკეიშოსა და ტაკაისუსთან უშანსოდ დამარცხდა. ერთადერთი გამორჩეული გამარჯვება მიტაკეუმთან გამოუვიდა.
ტოჩინოშინის მთავარი პრობლემა, საერთო ჯამში, ტაქტიკა გამოდგა. თითოეული მეტოქე მას განსაკუთრებულად დაუდგა და იცოდნენ, რა დაეპირისპირებინათ მისთვის. ქართველი ფალავნის მცდელობები, მავაში აეღო, წარუმატებლად სრულებოდა და ის ტაქტიკას მეტოქეების მიხედვით არ ცვლიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიწყო ტაქტიკების შერჩევა, თუმცა დაგვიანებული გამოდგა.
მაგრამ ყველაფერი შეიძლება უფრო ცუდად დასრულებულიყო, ლევანი ახლოს იყო მაკე-კოშთან (უარყოფითი ბალანსი) და შანსი იყო იმისა, რომ კვლავ კადობანში ჩაეყენებინათ. თუმცა ქართველმა სეკიტორმა მოახერხა დადებითი ბალანსის მოპოვება და მინიმუმ ორი ბაშო კიდევ ოძეკი იქნება.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტოჩინოშინმა წელს ყველაზე მეტი შეხვედრა მოიგო, მის ანგარიშზე 59 გამარჯვებაა.
კენშოები
ტოჩინოშინი ამ ბაშოზე გამომუშავებული კენშოებით მეხუთე ადგილზე გავიდა. სპონსორებმა მას 86 კენშო მისცეს, რაც ქართულ ვალუტაში დაახლოებით 121 002 ლარია. ხუთეული კენშოების გამომუშავებით ასე გამოიყურებოდა: - ტაკაიასუ - 206 კენშო
- ტაკაკეიშო - 119 კენშო
- გოეიდო - 104 კენშო
- კოტოშოგიკუ - 87 კენშო
- ტოჩინოშინი - 86 კენშო
წლის განმავლობაში გამომუშავებული კენშოებით, ტოჩინოშინი მეექვსე ადგილზე გავიდა. მის ბალანსზე 497 კენშოა (699 279 ლარი). რეიტინგი ასე გამოიყურება:
- კაკურიუ - 1255 კენშო
- ჰაკუჰო - 762 კენშო
- ტაკაიასუ - 753 კენშო
- გოეიდო 693 კენშო
- მიტაკეუმი 636 კენშო
- ტოჩინოშინი 497 კენშო
გაგამარუ
მომავალი წლის ბანძუკეში გაგამარუ კვლავ სეკიტორად მოგვევლინება და მეორე დივიზიონში იასპარეზებს. ქართველმა სუმოისტმა მაკუშიტა დივიზიონში დადებითი ბალანსი 5:2-ზე აჩვენა, რამაც ჯურიო ლიგის საგზური მოუპოვა.
კიუშუ ბაშო. XV დღე: ტოჩინოშინი დამარცხდა,ბაშოს 22 წლის ჩემპიონი ჰყავს [VIDEO]