მაინც გამოდის! - ტოჩინოშინი, ტრავმის მიუხედავად, ჰაცუ ბაშოზე იასპარეზებს

AutoSharing Option
"ფეისბუქგვერდ" "ქართული სუმოს ქომაგების" ცნობით, ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე, ტრავმის მიუხედავად, იანვრის ჰაცუ ბაშოზე მაინც იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ გორგაძეს მარჯვენა ბარძაყის კუნთის დაზიანება ჰქონდა და მისი ტურნირზე გამოსვლა საეჭვო იყო.

"მაინც გამოდის...

როცა სპორტსმენი სულით მებრძოლია და ბრძოლის წყურვილი სისხლში აქვს გამჯდარი, ძნელია, იგი რამემ გააჩეროს, თუნდაც მძიმე ტრავმამ...

სწორედ ასეთ სპორტსმენთა რიცხვს მიეკუთვნება ჩვენი ტოჩინოშინი.

გუშინ გამცნეთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლევანს ვარჯიშზე მარჯვენა ბარძაყის კუნთი გაუწყდა და მისი ასპარეზობა წლის პირველ სუპერტურნირზე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო.
მოგეხსენებათ, ასეთ დროს რისკი ტრავმის გართულებისა საკმაოდ დიდია. თუმცა, ჩვენმა ოძეკიმ (როგორც ხშირად სჩვევია) ამჯერადაც გვერდზე გადადო ტკივილები და გადაწყვიტა, გავიდეს ჰაცუ ბაშოზე საბრძოლველად.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, წარმატება ვუსურვოთ ქართველ ფალავანს და ვილოცოთ, რომ არაფერი გაურთულდეს ტურნირზე.

პ.ს. ხვალ დილით გამოცხადდება ბაშოს საწყისი 2 ტურის ორთაბრძოლათა განრიგი და ლევანის მეტოქეთა ვინაობასაც შევიტყობთ. ტურნირი სტარტს დამდეგ კვირას, 13 იანვარს აიღებს", - წერენ "ქართული სუმოს ქომაგები".

alt კუნთის გაწყვეტის რისკი დიდია - ტოჩინოშინი შესაძლოა ჰაცუ ბაშოზე ვერ გამოვიდეს

მკითხველის კომენტარები / 6 /
ტოჩის არ სჭირდება შეღავათები და ეს ჟურნალისტები და "ქომაგები" ნუ დაგვამადლებთ ხოლმე რაღაცებს. ეტყობა, შეუძლია ჭიდაობა და თან კიდეც ურჩევნია, იჭიდაოს. ტრავმა აქვს, მაგრამ ჰაი და ჰუი არ არის საჭირო - ყველა სპორტსმენი პირველ რიგში თავისთვის შვრება, რასაც შვრება,
ჰოდა, მიდი, ტოჩი, შენს გვერდში ვართ!
ვვვ
18:49 10-01-2019
3
წარმატებები ტოჩი შენ არამარტო ქართული სუმოს არამედ მსოფლიო სუმოს ვარსკვლავი და ლეგენდა ხარ
ვახო
18:22 10-01-2019
1

სიახლეები პოპულარული