15 იანვარს ჰაცუ ბაშოს მესამე საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა.
ლევან გორგაძე მიოგირიუს შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. ამის შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი 0:3-ზე გახდა.
ქართველი ფალავნის მომდევნო მეტოქე ტამავაში იქნება, ვისთანაც ბალანსი 16:9-ზე აქვს.
რაც შეეხება მეორე ქართველ სუმოისტ გაგამარუს, მან ჩიონოუმი ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა და ბალანსი 2:1-ზე გაუხდა.
თეიმურაზ ჯუღელის მომდევნო მეტოქე ცურუგიშო იქნება, ვისთანაც უარყოფითი, 3:4 ბალანსი აქვს.
წარმოიდგინე როგორ მახარებს შენი
ყოველი გამარჯვება და პირიქით დამარცხება. არ დანებდე, გააგრძელე
ბრძოლა იმათთვის ვისაც უყვარხარ.