ჰაცუ ბაშო. XI დღე: გაგამარუმ პატარა სუმოისტი იპონზე დააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 იანვარს, ჰაცუ ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღეს გაგამარუმ მე-7 გამარჯვება იზეიმა.

თეიმურაზ ჯუღელი ენჰოს შეხვდა და კოტენაგეს ილეთით დაამარცხა. ამ შეხვედრის შემდეგ გაგამარუს ბალანსი ტურნირზე 7:4-ზე გაუხდა და მას მხოლოდ ერთი გამარჯვება აშორებს დადებით ბალანსამდე.

ენჰოსა და გაგამარუს შორის შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. აღსანიშნავია, რომ ენჰო სულ რაღაც 100 კილოგრამს იწონის, რაც საკმაოდ მსუბუქ წონად ითვლება სუმოში, ქართველი კი მასზე ორჯერ უფრო მძიმეა.

საბოლოოდ თეიმურაზ ჯუღელმა მეტოქე ძიუდოს ილეთით დაამარცხა. აქვე გეტყვით, რომ აქამდე სუმოისტები ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს და გამარჯვებული
ენჰო გამოვიდა, ახლა კი ბალანსი გათანაბრდა.

გაგამარუს მომდევნო მეტოქე ტომოკაძე იქნება, ვისთანაც უარყოფითი ბალანსი 0:2-ზე აქვს.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოდან ტრავმის გამო მოიხსნა.

altჰაცუ ბაშო. X დღე: გაგამარუმ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

მკითხველის კომენტარები / 4 /
ტომოკაძე გაგამარუს მომდევნო მეტოქე იქნებაო. ნეტავ რა ჰქვია ტომოკაძეს და საიდან არის
დათო
21:38 23-01-2019
0
Megona daviti imarjvebda goliattan
ჭაღარა
17:21 23-01-2019
1

სიახლეები პოპულარული