ჰარუ ბაშო. III დღე: კარგი და ცუდი ამბავი [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 12 მარტს, ჰარუ ბაშოს მესამე საშეჯიბრო დღე გაიმართა.

ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე კომუსუბი ჰოკუტოფუჯის შეხვდა, ვისთანაც აქამდე ბალანსი 2:2-ზე ჰქონდა. ჰოკუტოფუჯიმ ქართველი ოშიდაშის ილეთით გადაიყვანა დოჰიოდან.


ამ მარცხის შემდეგ ტოჩინოშინს ბალანსი 1:2-ზე გაუხდა. აქვე გეტყვით, რომ ქართველ ოძეკის აუცილებლად სჭირდება ტურნირზე დადებითი ბალანსის მოპოვება. სხვა შემთხვევაში ის ოძეკის ტიტულს დაკარგავს.

გორგაძის მომდევნო მეტოქე მაეგაშირა ნიშიკიგი იქნება, რომელსაც სულ 5-ჯერ შეხვდა და აქედან 3-ჯერ გაიმარჯვა.

რაც შეეხება მეორე ქართველ ფალავანს, გაგამარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი ცურუგიშოს
შეხვდა და ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა. ეს გაგამარუს პირველი გამარჯვება ჰარუბო ბაშოზე.


ჯუღელის მომდევნო მეტოქე ვაკატაკაკაგე იქნება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
კაცი თავს არ ზოგავს,მხარდაჭერა სჭირდება და არა ისე ფეხბურთში თუ გამიუვიდოდათ თამაში აღმერთებდნენ და თუ ერთხელ მაინც ვერ ითამაშებდნენ,აგინებდნენ.
ზურაბ
19:51 12-03-2019
0
შთაბეჭდილება მრჩება თითქოს არ იცის როგორ შეუტიოს მოწინააღმდეგეს. გეგონება დებიუტანტი იყოს ისე უფერულად და უსახურად უტევს.
kico
18:01 12-03-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული