ნაცუ ბაშო. V დღე: არის მეხუთე გამარჯვება! ტოჩინოშინი შეუჩერებელია [VIDEO]

AutoSharing Option
16 მაისს, წლის მესამე სუპერტურნირის - ნაცუ ბაშოს მეხუთე საშეჯიბრო დღეს, ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა და ბალანსი უკვე 5:0-ზე აქვს.

ქართველი სეკივაკეს მეტოქე პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იყო, რომელთანაც ქართველს უარყოფითი ბალანსი 2:3-ზე ჰქონდა, თუმცა მეტოქეს უმნიშვნელოვანესი ორთაბრძოლა მოუგო.

ქართველს ხუთი მოგებაღა დარჩა, რათა ოძეკის ტიტული დაიბრუნოს, რომელიც გასულ ბაშოზე დაკარგა.

ტოჩინოშინის შემდეგი მოწინააღმდეგე სეკივაკე იჩინოჯო იქნება, რომელსაც კარიერაში 19-ჯერ შეხვდა და 14-ჯერ დაამარცხა.

ჯურიო დივიზიონში კი მარცხი იწვნია კიდევ ერთმა ქართველმა რიკიშიმ - გაგამარუმ. ის სოკოკურაისთან
დამარცხდა და ბალანსი 3:2-ზე აქვს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ვიდეო სადაა?
???
16 მაისი 2019 12:48
0
გილოცავთ, მადლობა ჩვენს ჯილას! მიდი ტოჩი მიაწექი ბოლომდე! უბანში თუ ტრანსპორტში ყველა შენს წარმატებაზე ლაპარაკობს ლევან; მიაწექი, მთელი ძალით და კონცენტრაციით!
ორდე
16 მაისი 2019 12:47
0
გენაცვალე ლევან,ეს ბაშო ჩვენია ძმაო. უფალმა გაგაძლიეროს.
უჩა მართალიშვილი
16 მაისი 2019 12:46
0
სადაა ვიდეო ? სათაურში კი უთითებთ..
soso
16 მაისი 2019 12:42
0
ყოჩაღ ტოჩი!!! გენაცვალეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!
asaqsdasa
16 მაისი 2019 12:40
0
შესანიშნავი მოგება იყო, კვლავ საფირმო სტილში! ჰოკუტოფუჯისთან ბოლო შეხვედრები ლევანს ზედიზედ ჰქონდა წაგებული და დღეს მოგება ფსიქოლოგიური კუთხითაც უმნიშვნელოვანესი იყო. ხვალ ლევანი იჩინოჯოსაც მიაყოლებს იმედია და 6-0 უკვე სერიოზული განაცხადი იქნება ოძეკობის დასაბრუნებლად.
გულშემატკივარი
16 მაისი 2019 12:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული